Tbilisi

Wednesday, 22 October

16°
Sunny

Hourly Forecast

13 Hours
18°
14 Hours
19°
15 Hours
20°
16 Hours
20°
17 Hours
18°

Wind and pressure

Wind Speed:

7 kph, SW

Pressure:

102.30 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

17°

16°

SW

41 %

7 kph

102.30 kpa

16 km

Official course
21 Oct 22 Oct
1 USD 2.7076 2.7110 0.13%
1 EUR 3.1560 3.1475 -0.27%
100 RUB 3.3425 3.3320 -0.31%
გრენლანდია კიდევ უფრო გამწვანდა
გრენლანდია კიდევ უფრო გამწვანდა

სამეცნიერო კვლევის მიხედვით, რომელიც სამშაბათს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, ვიგებთ, რომ გრენლანდიის ყინულის უზარმაზარი ნაწილი გალღვა, რამაც ამ ტერიტორიების გამწვანებას შეუწყო ხელი. თავისთავად, ეს ზღვის დონის აწევას, ლანდშაფტის არასტაბილურობას და სასათბურე ემისიების გაზრდის საფრთხესაც წარმოქმნის.

მეცნიერებმა გრენლანდიის ყინულოვანი საფარის ლღობაზე დაკვირვება 1980-იანი წლებიდან დაიწყეს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ერთ დროს მოყინული ტერიტორიები ახლა შიშველმა კლდეებმა, ჭაობებმა და მწვანე საფარმა შეცვალა.

სატელიტური ჩანაწერების მიხედვით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, გრენლანდიის ყინულისა და მყინვარების დაახლოებით 11 000 კვადრატული მილი გადნა, რაც ფართობით ალბანეთს უტოლდება. ყინულის გალღობის გამო, გრენლანდიის მწვანე საფარმა 33,774 კვადრატული მილით მოიმატა, რაც ორჯერ აღემატება კვლევის დაწყების დროს არსებული მცენარეების რაოდენობას. კვლევაში ისიც გამოჩნდა, რომ გრენლანდიაში იმ ჭაობების რაოდენობა, რომლებიც მეთანის ემისიების წყაროა, ბოლო წლებში თითქმის გაოთხმაგდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ყინულის დნობა ჰაერის ტემპერატურის დათბობითაა გამოწვეული. გრენლანდიაში, 1979-2000 წლებისგან განსხვავებით, ჰაერის ტემპერატურა 2007-2012 წლებში 3 გრადუსით არის მომატებული. დასკვნების მიხედვით, არსებობს ნიშნები, რომ მცენარეულობის მომრავლება ყინულის საფარის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს.

ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა ჯონათან კარივიკმა ჟურნალ Scientific Reports-თან განაცხადა: "ჩვენ ვნახეთ იმის ნიშნები, რომ ყინულის დაკარგვა სხვა რეაქციებსაც იწვევს, რაც თავის მხრივ მეტი ყინულის გადნობას და გრენლანდიის კიდევ უფრო გამწვანებას გამოიწვევს. ამავდროულად, ყინულის დნობის შედეგად გამოთავისუფლებული წყალი ჭაობებს წარმოქმნის".

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი მაიკლ გრაიმსი კი ამბობს: "ეს ცვლილებები კრიტიკულია, განსაკუთრებით იმ ძირძველი მოსახლეობისთვის, რომელთა ტრადიციული საარსებო ნადირობის პრაქტიკა ამ დელიკატური ეკოსისტემების სტაბილურობას ეყრდნობა. უფრო მეტიც, გრენლანდიაში ყინულის მასის დაკარგვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზღვის დონის გლობალურ აწევაში, რაც ახლაც და მომავალშიც ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს".

მკვლევარებმა თავიანთი დასკვნები იმისთვის გამოიყენეს, რომ გრენლანდიის ის სავარაუდო ტერიტორიები ამოეცნოთ, რომლებიც მომავალში "შესამჩნევ და დაჩქარებულ" ცვლილებებს განიცდიან, რათა სიტუაციის მონიტორინგი განაგრძონ.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
უჩ­ვე­უ­ლოდ ძლი­ე­რი თოვ­ლი­სა და წვი­მის გამო, ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში მდე­ბა­რე ბა­ნა­კებ­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ჩა­ი­კე­ტა
უჩ­ვე­უ­ლოდ ძლი­ე­რი თოვ­ლი­სა და წვი­მის გამო, ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში მდე­ბა­რე ბა­ნა­კებ­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ჩა­ი­კე­ტა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
ჩიტები, რომლებიც ქარიშხლებში დაფრინავენ
ჩიტები, რომლებიც ქარიშხლებში დაფრინავენ
როგორი ამინდი იქნება თბილისში ოქტომბრის განმავლობაში?
როგორი ამინდი იქნება თბილისში ოქტომბრის განმავლობაში?

კილომეტრი
მილი
USD
GEL