Tbilisi

Thursday, 06 November

6°
Clear

Hourly Forecast

4 Hours
6°
5 Hours
6°
6 Hours
6°
7 Hours
6°
8 Hours
7°

Wind and pressure

Wind Speed:

6 kph, NE

Pressure:

102.50 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

8°

6°

NE

87 %

6 kph

102.50 kpa

16 km

Official course
06 Nov 07 Nov
1 USD 2.7102 2.7089 -0.05%
1 EUR 3.1127 3.1193 0.21%
100 RUB 3.3361 3.3402 0.12%
5 ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე
5 ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე

ზამთრის დადგომა ავტომატურად აციებასა და ყინვასთან ასოცირდება. არსებობს ქვეყნები, სადაც ზამთარი შედარებით თბილია, თუმცა დედამიწის გარკვეულ ადგილებში ზამთარი ძალიან მკაცრია. შეიძლება ითქვას, რომ იქ ჩვეულებრივი თერმომეტრები ტემპერატურას ვერც ზომავს. წყალი კი წუთებში იყინება.

ასეთი ადგილები ძალიან საინტერესოა მკვლევრებისთვის და ისინი არაერთ კვლევასა თუ დაკვირვებასაც აწარმოებენ.

BBC Science-ის თანახმად, ტოპ 5 ადგილი, სადაც ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ასე გამოიყურება.

  • დომ ფუჯი, ანტარქტიდა

2010 წლის აგვისტოში აქ -93,2°C დაფიქსირდა.

-92,3°C მაჩვენებლით, ეს მშრალი, ცივი უდაბნო გამოცხადდა ყველაზე ცივ ადგილად დედამიწაზე, რითაც გადაფარა წინა რეკორდი ვოსტოკის სადგურზე, რომელიც 1983 წლიდან არსებობდა. საინტერესოა, რომ აქ სადგური 1995 წელს დაარსდა.

  • ვოსტოკი, ანტარქტიდა

1983 წლის ივლისში სადგურზე -89.2°C დაფიქსირდა.

უცნაურია, მაგრამ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილი, ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე თბილიცაა. აქ დეკემბრის თვეში მზე დღე-ღამეში 22 საათის განმავლობაში ანათებს.

ვოსტოკის სადგური დაარსდა საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს. მეცნიერებმა შეაღწიეს ვოსტოკის ტბაში, ყინულის ქვეშ დამალულ უზარმაზარ ტბაში. იქ მათ აღმოაჩინეს მიკრობებისა და მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ეკოსისტემა, რომელიც მანამდე მოწყვეტილი იყო დანარჩენი სამყაროსგან.

  • ამუნდსენ-სკოტის სამხრეთ პოლუსის სადგური, ანტარქტიდა

1982 წლის ივნისში სადგურზე -82,8°C დაფიქსირდა.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ამუნდსენ-სკოტის სამხრეთ პოლუსის სადგურზე, წელიწადში მხოლოდ ერთ მზის ამოსვლას და ერთ ჩასვლას ხედავენ.

ანტარქტიდის პლატოზე მდებარე სადგური ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარეობს. აქ ზაფხულის ყველაზე „ცხელ“ დღეებში ტემპერატურა -12°C-ია.

  • დომ არგუსი, ანტარქტიდის პლატო

2005 წლის ივლისში ამ ტერიტორიაზე -82,5°C დაფიქსირდა.

ეს ადგილი ზღვის დონიდან 3800-დან 4050 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მეცნიერები მას თვლიან ერთ-ერთ ადგილად, სადაც წლის განმავლობაში სტაბილურად ყველაზე დაბალი ტემპერატურაა.

  • დენალი, ალასკა

2003 წელს მთაზე -73,8°C დაფიქსირდა.

ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მთის მწვერვალი შთამბეჭდავი სანახაობაა, რომელიც ზღვის დონიდან 6000 მეტრზე მეტია. ეს ასევე მთამსვლელთა საყვარელი ადგილია. მწვერვალთან ახლოს განლაგებულმა მეტეოსადგურმა დააფიქსირა ყველაზე ცივი ტემპერატურა შეერთებულ შტატებში 2003 წელს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ "მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ "მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა
ტროპიკული ქარიშხალი „ფენგშენი“ ფილიპინებში — ათასობით ევაკუირებული და რვა გარდაცვლილი
ტროპიკული ქარიშხალი „ფენგშენი“ ფილიპინებში — ათასობით ევაკუირებული და რვა გარდაცვლილი
დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება
5 ყველაზე ცივი ზამთარი კაცობრიობის ისტორიაში - როცა დედამიწამ გაყინვა გადაწყვიტა
5 ყველაზე ცივი ზამთარი კაცობრიობის ისტორიაში - როცა დედამიწამ გაყინვა გადაწყვიტა

კილომეტრი
მილი
USD
GEL