Tbilisi

Saturday, 12 July

32°
Sunny

Hourly Forecast

13 Hours
33°
14 Hours
33°
15 Hours
34°
16 Hours
34°
17 Hours
35°

Wind and pressure

Wind Speed:

6 kph, N

Pressure:

101.50 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

33°

32°

N

40 %

6 kph

101.50 kpa

16 km

Official course
11 Jul 12 Jul
1 USD 2.7174 2.7160 -0.05%
1 EUR 3.1875 3.1753 -0.38%
100 RUB 3.4975 3.4793 -0.52%
საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოთოვა, სითბოს აღარ უნდა ველოდოთ - სვეტლანა ნიორაძის კომენტარი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოთოვა,  სითბოს აღარ უნდა ველოდოთ - სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმული ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე:

- ამინდი უკვე შეიცვალა, რაც მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ გაფრთხილებაც გვქონდა გავრცელებული... დასავლეთ საქართველოში მოვიდა თოვლი, მაგრამ ხვალ 18 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 19 ნოემბერსაც შეიძლება ზოგან იყოს მცირე ნალექი და 20 ნოემბრიდან ამინდი ისევ უარესდება... 20 და 21 ნოემბერს მთელ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

თბილისში 20 და 21 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, უფრო მეტად კი ქარი... თბილისში დღესაც მთელი დღე ქარია, ხვალ და ზეგ უნალექო ამინდი... დღეს ნავარაუდევია 15 გრადუსი, ხვალ - 13 გრადუსი და ღამე 5-6 გრადუსი, საკმაოდ სიცივეა...

თბილ ამინდებს აღარ უნდა ველოდოთ?

აღარ, უკვე ნოემბრის მეორე ნახევარია... ნოემბერი ფაქტობრივად ზამთრის თვედ ითვლება. გვეყოს ის სითბოები, რომლითაც შემოდგომამ გვანებივრა. თბილისში 21 ნოემბრიდან კიდევ უფრო აცივდება.

დასავლეთ საქართველოში დღეს დღის ბოლომდე ნალექი შენარჩუნდება, შემდეგ თანდათან შემცირდება... დღეს თოვლია მაღალმთიან აჭარაში, ბახმაროსა და მესტიაში. მესტიაში თოვლის საფარი ოთხ სანტიმეტრს აღწევს.

მანანა გაბრიჭიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
წვიმა, სეტყვა და ქარი - აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი უამინდობაა მოსალოდნელი
წვიმა, სეტყვა და ქარი - აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი უამინდობაა მოსალოდნელი
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

კილომეტრი
მილი
USD
GEL