Tuesday, 04 February
Wind Speed:
0 kph, CLM
Pressure:
102.00 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
-1°
-1°
CLM
80 %
0 kph
102.00 kpa
10 km
01 Feb | 04 Feb | ||
1 USD | 2.8563 | 2.8403 | -0.56% |
1 EUR | 2.9651 | 2.9090 | -1.89% |
100 RUB | 2.8925 | 2.8368 | -1.93% |
დედამიწის კლიმატური სისტემა მზის მიერ მართულ იმ დიდ მექანიზმს წარმოადგენს,რომელშიც მონაწილეობს ატმოსფერო, ბიოსფერო, ჰიდროსფერო, კრიოსფერო და ლითოსფერო. თითოეულ მათგანს კლიმატურ სისტემაში თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ამ სისტემებს შორის არსებული ურთიერთკავშირები განსაზღვრავს პლანეტის თითოეული ზონის კლიმატს, ანუ ტემპერატურას, წვიმების დონეს, ქარს და ა.შ.
ატმოსფეროში წარმოიქმნება ისეთი კლიმატური მოვლენები, როგორიცაა წვიმა, ქარი, წყლის აორთქლება და ა.შ.
ბიოსფერო დედამიწის ბინადარი ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი გარემოს ერთობლიობას წამოადგენს. ბიოსფერო ატმოსფეროს ენერგიით ამარაგებს.
ჰიდროსფერო დედამიწის წყლის გარსია, რომელიც წარმოადგენს ოკეანეების, ზღვების, მდინარეებისა,ტბებისა და ხმელეთის გრუნტის წყლების ერთობლიობას.
ლითოსფერო დედამიწის ყველაზე გარე, მყარი გარსია. დედამიწის ქერქი ორგვარია: კონტინენტური და ოკეანური. დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე უწყვეტი ცვლილებები უშუალოდ კლიმატზე ახდენს გავლენას.
კრიოსფეროში შედის ყინულით დაფარული რეგიონები ან ის ნიადაგები და ქანები, სადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთაა. ის ირეკლავს მზის სინათლეს.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.