Khobi

Wednesday, 26 August

24°
Partly Sunny

Hourly Forecast

13 Hours
26°
14 Hours
27°
15 Hours
27°
16 Hours
28°
17 Hours
27°

Wind and pressure

Wind Speed:

7 kph, WSW

Pressure:

101.30 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

27°

24°

WSW

81 %

7 kph

101.30 kpa

11 km

Official course
25 Aug 26 Aug
1 USD 2.6121 2.6153 0.12%
1 EUR 3.0465 3.0500 0.11%
100 RUB 3.1360 3.0978 -1.22%
ვულკანების ამოფრქვევის ისტორიული ფაქტები და მონაცემები
ვულკანების ამოფრქვევის ისტორიული ფაქტები და მონაცემები

2021 წლის პირველ ნახევარში უკვე ორი ვულკანი ამოიფრქვა. მოდით, გადავხედოთ ისტორიას და გავიგოთ მასშტაბური ამოფრქვევების შესახებ.

ჩვ.წ 79 წელს, ვეზუვის მასშტაბური ამოფრქვევა ყველაზე ცნობილი მოვლენაა ვულკანების ამოფრქვევის ისტორიაში. შედეგად ორი ქალაქი, პომპეი და ჰერკულანუმი განადგურდა. ეს არის პირველი რეგისტრირებული ამოფრქვევა.

volcanic-eruption-67668-640-1618401855.jpg

1783 წელი, ვულკანი ლაკი, ისლანდია. ვულკანის აქტიურობა 8 თვე გაგრძელდა. ფერფლი ნორვეგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში გავრცელდა. ეს ამოფრქვევა ყველაზე საშინელი კატასტროფა იყო, რამაც ისლანდიის ცხოვრება სრულიად შეცვალა. მსხვერპლის რაოდენობამ კი 10 000 - ს მიაღწია.

1815 წელი, ვულკანი ტამბორა, ინდონეზია. მისმა ამოფრქვევამ ფაქტობრივად მთელ პლანეტაზე მოახდინა ზეგავლენა. ფერფლის ღრუბელი ეპიცენტრიდან 600 კმ-ზე შორს გავრცელდა და 2 დღის განმავლობაში მზეც კი დაფარა. ეს იყო ყველაზე დამანგრეველი ვულკანური ამოფრქვევა.

volcano-4813837-640-1618401883.jpg

1883 წელი, ვულკანი კრაკატაუ, ინდონეზია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვულკანმა გამოღვიძების პირველი ნიშნები ორთქლისა და კვამლის სახით გამოავლინა, უბედურების აცილება მაინც ვერ მოხერხდა. მას კი არ მოერიდნენ, არამედ პირიქით, ტურისტულ ატრაქციონადაც კი აქციეს. მაგრამ დაიწყო აფეთქება და მთელს კუნძულზე გავრცელდა. ამოფრქვეული მასა კი იყო გრანიტის ბლოკები და ვულკანური მინა.

1902 წელი, მონტან-პელე, ანტალიის კუნძულები. ამ ერთი შეხედვით პატარა ვულკანიდან ცეცხლოვანი ღრუბელი და ფერფლის სქელი მასა ამოვარდა. შედეგად, საპორტო ქალაქი სენ-პიერი მთლიანად გაანადგურა. ეს ყველაფერი კი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა დაიღუპა, მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა.

ashes-1867440-640-1618401956.jpg

1994 წელი, ვულკანი ვეზუვი, იტალია - მისი ამოფრქვევა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა და დიდი ზარალიც გამოიწვია. დღეს ეს ტერიტორია, რომელიც ვულკანის გარშმო მდებარეობს, ეროვნულ პარკად არის გამოცხადებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
ძლიერმა წვიმებმა იაპონიაში წყალდიდობა და მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია
ძლიერმა წვიმებმა იაპონიაში წყალდიდობა და მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია
თბილისში უხვი ნალექის შემდეგ ამინდი კვლავ გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ელჭექი
თბილისში უხვი ნალექის შემდეგ ამინდი კვლავ გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ელჭექი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 254-ს მიაღწია - მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 254-ს მიაღწია - მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ

კილომეტრი
მილი
USD
GEL