Tbilisi

Saturday, 12 July

31°
Sunny

Hourly Forecast

12 Hours
32°
13 Hours
33°
14 Hours
33°
15 Hours
34°
16 Hours
34°

Wind and pressure

Wind Speed:

9 kph, SSE

Pressure:

101.50 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

32°

31°

SSE

42 %

9 kph

101.50 kpa

16 km

Official course
11 Jul 12 Jul
1 USD 2.7174 2.7160 -0.05%
1 EUR 3.1875 3.1753 -0.38%
100 RUB 3.4975 3.4793 -0.52%
როგორ დავეხმაროთ ადამიანს მზის დაკვრის შემთხვევაში
როგორ დავეხმაროთ ადამიანს მზის დაკვრის შემთხვევაში

მზეს და დასვენებას მონატრებულებს ხშირად სიფრთხილის ზომები გვავიწყდება და შედეგად შეიძლება გადახურება, ე.წ. მზის დაკვრა ან მზით დამწვრობა მივიღოთ. როგორ მოვიქცეთ სამედიცინო პუნქტში მისვლამდე?

ადამიანის ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია, ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება.

ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს. დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის, რომ ზღვაზე შუადღის შემდეგ მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე.

ამიტომ 12:00-დან 18:00-მდე არ არის მიზანშეწონილი სანაპიროზე გასვლა.

სიმპტომები:

დასაწყისში აღინიშნება ძლიერი ოფლიანობა, მკრთალი ან მოწითალო ფერის ნამიანი კანი; თუ ოფლიანობა გამოხატული არ არის, მაშინ კანი შეხებით ცხელია და მშრალი, რაც ორგანიზმის გაუწყლოების მაჩვენებელია და პროგნოზულად ძალიან ცუდია. სხეულის ტემპერატურის მომატება (შესაძლებელია 40 C-მდე); ხშირი და სუსტი პულსი;ხშირი, ზედაპირული სუნთქვა;გულისრევა და ღებინება;თავის ტკივილი;შეიძლება გამოიხატოს აგზნება, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, ძილიანობა.

მძიმე შემთხვევაში ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა;

ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია – დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

როგორ მოვიქცეთ:

  1. თუ დაზარალებული გონზეა, სწრაფად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. გახადეთ ტანსაცმელი. დააწვინეთ ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
  2. დაიწყეთ დაზარალებულის გაგრილება. ამისათვის მოათავსეთ დაზარალებულის გარშემო ვენტილატორები ან შეახვიეთ ის სველ ზეწარში. პერიოდულად დაასველეთ ზეწარი წყლით. მას შემდეგ, რაც სხეულის ტემპერატურა ჩამოვა 37.50 C-მდე, შეცვალეთ სველი ზეწარი მშრალით;
  3. მიეცით დაზარალებულს ცივი წყალი დასალევად; გახსოვდეთ, რომ მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპერთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება. დაუშვებელია პლაჟზე ქუდის გარეშე გაჩერება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

კილომეტრი
მილი
USD
GEL