Tbilisi

Tuesday, 28 July

30°
Mostly Cloudy

Hourly Forecast

16 Hours
31°
17 Hours
32°
18 Hours
32°
19 Hours
31°
20 Hours
30°

Wind and pressure

Wind Speed:

7 kph, N

Pressure:

101.30 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

31°

30°

N

48 %

7 kph

101.30 kpa

16 km

Official course
25 Jul 28 Jul
1 USD 2.6285 2.6281 -0.02%
1 EUR 2.9931 2.9955 0.08%
100 RUB 3.3635 3.3666 0.09%
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ლაშქრობაში პირველად მიდიხართ - "როგორ გადარჩეთ" ველურ პირობებში
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ლაშქრობაში პირველად მიდიხართ -  "როგორ გადარჩეთ" ველურ პირობებში

ლაშქრობა არ არის მხოლოდ საინტერესო მოგზაურობა, ნებისმიერი ლაშქრობა უპირველესად გამოცდაა. გამოცადეთ საკუთარი თავი, თქვენი ფიზიკური და სულიერი ძალა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაიკარგეთ, ან რაღაც შეგემთხვათ, გადარჩენის წესების ცოდნა თქვენს სიცოცხლეს იხსნის.

ნუ იზოლირდებით

თქვენ არ ხართ სუპერგმირი, თქვენ ადამიანი ხართ. ადამიანი კი სოციალური არსებაა. ლაშქრობისას მთავარია მარტო არ იყოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ საკუთარი თავის გამოცდას და მარტო წახვალთ ტყეში, გახსოვდეთ, რომ არავინ დაგეხმარებათ, თუ უბედურება მოხდება. მინიმუმ ორმა ადამიანმა მაინც უნდა იცოდეს, სად გეძებონ საჭიროების შემთხვევაში.

გაუფრთხილდით ბუნებას

ბუნებაში ყოფნისას დაიმახსოვრეთ: სახლში არ ხართ, თქვენი ნებისმიერი ქმედება ამა თუ იმ გზით აზიანებს გარემოს. უპირველესად, ისწავლეთ ცეცხლის დანთება და ჩაქრობა. არ გააჩინოთ ხანძარი ხეებთან, ბუჩქებთან, მშრალი ბალახის ადგილებში.

დაეხმარეთ საკუთარ თავს

თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე ნებისმიერ შემთხვევაში. თუ კარავი გაშალეთ, მაშინ გააკეთეთ ისე როგორც საჭიროა, თორემ მსუბუქი ნიავიც კი დაანგრევს მას. ნუ ელით, რომ სხვამ შეასრულოს თქვენი საქმე - თქვენს ამხანაგებს აქვთ საკუთარი მოგზაურობის პასუხისმგებლობა.

მზად იყავით მოსალოდნელი სიტუაციებისთვის

ტყეში და მთაში არ დაგხვდებათ საშხაპე კაბინა. თქვენ ვერ შეძლებთ დაიბანოთ რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირის განმავლობაში. ტუალეტის ქაღალდი შეიძლება გათავდეს. ცხელი წყალი ყოველთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. დიდი ალბათობაა, რომ თქვენ (და თქვენს ყველა მეგობარს) უსიამოვნო სუნი გექნებათ. თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ ბანაკის ცხოვრება გაგიჭირდებათ.

მიიღეთ ფაქტები ისეთი, როგორიც არის

თუ წვიმაში მოხვდებით და სულ დასველდით, უბრალოდ მიიღეთ ეს ფაქტი. უკვე მოხდა, ვერაფერს გააკეთებთ. მეტიც, შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ნივთების გაშრობა დიდხანს ვერ შეძლოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან ტანსაცმელი გაშრება და გაითვალისწინეთ, რომ შეახვიოთ ტანსაცმელი და სხვა ნივთები პოლიეთილენის პარკში და ისე ჩადოთ ჩანთაში.

იყავით მსუბუქად

მძიმე ზურგჩანთა = მძიმე ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა. არ წაიღოთ ზედმეტი ნივთები. რა თქმა უნდა, კომფორტი ყველას უყვარს, მაგრამ იზრუნეთ მხოლოდ ძირითადზე. თუ გსურთ დატკბეთ თქვენი მოგზაურობით, იმოგზაურეთ მსუბუქად.

გაერთეთ

ლაშქრობა არა მხოლოდ ძალის გამოცდაა, ის ასევე თავგადასავალია. ამიტომ გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა სათამაშოდ. ჩაყვინთეთ მდინარეში, ითამაშეთ დამალობანა, ჭამეთ სხვადასხვა ხილი, მაგრამ არ დაივიწყოთ უსაფრთხოება არც ერთი წუთით. მაგალითად, იბანავეთ მდინარეში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ წყალი სუფთაა, არ არის ძალიან ძლიერი დინება და სხვა.

იცოდეთ ყველაფერი

ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის, ბევრი რამის გაკეთება უნდა შეგეძლოთ. თქვენ უნდა იყოთ დურგალი, მზარეული, ექიმი, ფსიქოლოგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების გაწევა: სისხლდენის შეჩერება, ხელოვნური სუნთქვის გაკეთება. მათ შორის, სპეციალური მოწყობილობებისა და მედიკამენტების გარეშე.

გჯეროდეთ საკუთარი თავის

თქვენს გონებას და სხეულს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თუ მოგეჩვენებათ, რომ თქვენი ძალა ზღვარზეა, დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის, მაშინაც კი, როცა ავად ხართ და ძალიან დაღლილი ხართ, ეძებეთ ძალა საკუთარ თავში, რომ გააგრძელოთ გზა.

იყავით მამაცი

მოგზაურობის დროს არაერთხელ შეგეშინდებათ. მდინარის გადაკვეთისას, ციცაბო კლდეზე ასვლისას, ღამით ტყეში ყოფნის. ეს კარგია. შიში არის სხეულის ბუნებრივი რეაქცია ექსტრემალურ პირობებზე . იყოთ მამაცი არ ნიშნავს არ განიცადოთ შიში, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შეძლოთ მისი დაძლევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
ევროპა სიცხისა და ცეცხლის ალში – რატომ გახდა წლევანდელი ტყის ხანძრები განსაკუთრებით მასშტაბური?
ევროპა სიცხისა და ცეცხლის ალში – რატომ გახდა წლევანდელი ტყის ხანძრები განსაკუთრებით მასშტაბური?
როგორ შევამციროთ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ტყის ხან­ძრე­ბის რის­კი
როგორ შევამციროთ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ტყის ხან­ძრე­ბის რის­კი
ძლიერი ტორნადო აშშ-ში – სტიქიამ ვისკონსინის შტატში სახლები დააზიანა და ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
ძლიერი ტორნადო აშშ-ში – სტიქიამ ვისკონსინის შტატში სახლები დააზიანა და ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
ძლიერმა წვიმამ თბილისი კვლავ დატბორა
ძლიერმა წვიმამ თბილისი კვლავ დატბორა

კილომეტრი
მილი
USD
GEL