Tbilisi

Friday, 03 July

29°
Sunny

Hourly Forecast

13 Hours
31°
14 Hours
32°
15 Hours
33°
16 Hours
33°
17 Hours
33°

Wind and pressure

Wind Speed:

7 kph, N

Pressure:

101.10 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

29°

29°

N

44 %

7 kph

101.10 kpa

16 km

Official course
02 Jul 03 Jul
1 USD 2.6431 2.6424 -0.03%
1 EUR 3.0123 3.0144 0.07%
100 RUB 3.3898 3.4007 0.32%
როგორ ვიწინასწარმეტყველოთ ამინდი, პროგნოზის ნახვის გარეშე
როგორ ვიწინასწარმეტყველოთ ამინდი, პროგნოზის ნახვის გარეშე

ამინდის პროგნოზირება არა მხოლოდ სახალისო ჰობია, არამედ სასარგებლო უნარიც, თუ გიყვართ გარე აქტივობები, როგორიცაა ლაშქრობა ან კემპინგი. ასეთ შემთხვევებში თქვენ გიწევთ ბუნებაზე დაკვირვება.

ქარის მიმართულების დადგენა

დაადგინეთ ქარის მიმართულება. დასავლეთის ქარები მიუთითებს კარგ ამინდზე, აღმოსავლეთის ქარი კი ვარაუდობს, რომ ცუდი ამინდი მოემართება თქვენკენ. ქარის მიმართულების დასადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალახი, ან ფოთლები. აყარეთ ისინი ქარში და დააკვირდით, როგორი მიმართულებით დაეცემა. ასევე, შეგიძლიათ ქარის მიმართულების ამოცნობა თითის დასველებით, თითის ის მხარე, რომელიც გაცივდება, გეტყვით, რომელი მიმართულებიდან უბერავს ქარი.

ტენიანობის განსაზღვრა

5358229-person-road-forest-man-woman-winding-road-rock-wind-curve-turn-bokeh-cliff-edge-yellow-tree-outdoor-cloud-alone-loneliness-human-png-images-1686033982.jpg

შეამოწმეთ ტენიანობა. მაღალი ტენიანობა ხშირად წინ უსწრებს ქარიშხალს, ამიტომ დააკვირდით მაღალი ტენიანობის ნიშნებს, როგორიც არის დახვეული თმა. ამ დროს, სავარაუდოდ ქარიშხალია გზაში. ფიჭვის გირჩებს ასევე შეუძლიათ გითხრათ, არის თუ არა ტენის მარალი შემცველობა ჰაერში. თუ ისინი დახურული დარჩებიან, - მაღალი ტენიანობაა, თუ გაიხსნებიან, მაშინ ჰაერი მშრალია.

ღრუბლების ფორმა

hole-punch-cloud-2-1686034004.jpg

შეხედეთ ღრუბლების ფორმას. ცაში ღრუბლების ფორმებს შეუძლიათ ბევრი რამ გითხრან ამინდის შესახებ. ზოგადად, ღრუბლები, რომლებიც თეთრია და მაღლაა, მიუთითებს კარგ ამინდზე, ხოლო ღრუბლები, რომლებიც მუქი და დაბლაა - წვიმასა და ქარიშხალზე. თეთრი ღრუბლები, როგორც წესი, ნიშნავს, რომ კარგი ამინდი იქნება. ბრტყელი ღრუბლები ნიშნავს, რომ ჰაერი სტაბილურია, ხოლო ფუმფულა ღრუბლები ნიშნავს, რომ ჰაერი არასტაბილურია. პატარა დაბურული ღრუბლები შეიძლება გვანიშნებდეს ქარიშხლის მოსვლას.

დილით შეამოწმეთ ცა

ამინდი მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მზე კი აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის. თუ დილით წითელ ცას ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთში, სადაც მზე ამოდის, კარგი ამინდია, მაგრამ დასავლეთში ცუდი ამინდია, რაც ცას წითლად აქცევს.

ვარსკვლავები

თუ ღამე ცაზე ბევრი ვარსკვლავი მოჩანს, მზიანი ამინდი იქნება.

ფრინველები

დააკვირდით დაბალ სიმაღლეზე მფრინავ ფრინველებს. როდესაც ქარიშხლის წინ ჰაერის წნევა ეცემა, ფრინველები დისკომფორტს გრძნობენ. ეს იწვევს მათ დაბლა ფრენას მიწისკენ, ხის ტოტებთან ან ელექტროგადამცემ ხაზებთან ახლოს. თუ ზღვასთან ახლოს ხართ, მოძებნეთ სანაპიროზე ჩამომსხდარი თოლიები, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ქარიშხალი ახლოვდება. დააკვირდით ჩიტების დიდ ჯგუფებს. ჩიტებიც ჩუმდებიან ქარიშხლის წინ. ჩიტების სიმღერა და ჭიკჭიკი შეიძლება მიუთითებდეს კარგ ამინდზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
1900 წლის შემდეგ ვენესუელაში ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა - გარდაცვლილია რამდენიმე ასეული ადამიანი
1900 წლის შემდეგ ვენესუელაში ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა - გარდაცვლილია რამდენიმე ასეული ადამიანი
საფრანგეთში გარდაცვლილთა რაოდენობა ათასს აჭარბებს - ევროპაში ანომალიური სიცხე გრძელდება -
საფრანგეთში გარდაცვლილთა რაოდენობა ათასს აჭარბებს - ევროპაში ანომალიური სიცხე გრძელდება -
ევროპაში რეკორდული სიცხეა - რამდენად ანომალიურია ამინდი იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ზამთარია?
ევროპაში რეკორდული სიცხეა - რამდენად ანომალიურია ამინდი იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ზამთარია?
გვალვა და ექსტრემალური სიცხე ევროპაში ტყის ხანძრების რისკს ზრდის – მიმდინარე კვირაში უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა
გვალვა და ექსტრემალური სიცხე ევროპაში ტყის ხანძრების რისკს ზრდის – მიმდინარე კვირაში უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL