Tbilisi

Monday, 14 July

26°
Clear

Hourly Forecast

2 Hours
25°
3 Hours
24°
4 Hours
23°
5 Hours
23°
6 Hours
22°

Wind and pressure

Wind Speed:

28 kph, NW

Pressure:

101.10 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

28°

26°

NW

69 %

28 kph

101.10 kpa

16 km

Official course
12 Jul 15 Jul
1 USD 2.7160 2.7149 -0.04%
1 EUR 3.1753 3.1737 -0.05%
100 RUB 3.4793 3.4690 -0.3%
სატურნის რგოლები შეიძლება გაქრეს
სატურნის რგოლები შეიძლება გაქრეს

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატურნის საკულტო რგოლი მომავალში შეიძლება გაქრეს. NASA-ს სპეციალური მისია დაკვირვებას 13 წლის განმავლობაში ატარებდა და იკვლევდა საკითხს, თუ რამდენი ხანია სატურნს რგოლი აკრავს და კიდევ რამდენი ხანი შეიძლება ის იყოს ხილული.

მზის სისტემა და მისი პლანეტები დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. თუმცა მეცნიერებს არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია სატურნის რგოლების ასაკისა და წარმოშობის შესახებ. უახლესი დაკვირვების შედეგები კი მხარს უჭერს თეორიას, რომ სატურნის რგოლები თავად პლანეტის ჩამოყალიბებიდან დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდნენ.

"ჩვენი კვლევით დასტურდება, რომ სატურის რგოლები ასტრონომიული სტანდარტით ახალგაზრდაა. ის სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მილიონ წელს ითვლის. თუ სატურნის თანამგზავრულ სისტემას დავაკვირდებით, ვნახავთ მინიშნებებს, რომ იქ ბოლო რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში რაღაც დრამატული მოხდა. რგოლები არ არის ისეთივე ძველი, როგორიც თავად პლანეტა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მოხდა, რამაც მათი ფორმირება გამოიწვია,“ - ვკითხულობთ დასკვნაში.

მკვლევრების აზრით, სავარაუდოდ რგოლები ჯერ კიდევ ყალიბდებოდა, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები ბინადრობდნენ.

სატურნის რგოლები ძირითადად ყინულისგან შედგება. მისი შემადგენლობის მცირე ნაწილი კი მტვერია, რომელიც კოსმოსში ასტეროიდის მცირე ფრაგმენტებითა და მიკრომეტეორიდებით შეიქმნა. ისინი ეჯახება სატურნის რგოლებში არსებულ ნაწილაკებს და ქმნის მცურავ ნამსხვრევებს, როდესაც რგოლის მასალა პლანეტის გარშემო ბრუნავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალმა კვლევამ დაასკვნა, რომ სატურნის რგოლებს დიდი ასტრონომიული დრო არ დარჩენიათ. ამ დასკვნას კი იმის საფუძველზე აკეთებენ, რომ რგოლები სწრაფად კარგავენ მასას. მათი ვარაუდით, რგოლები მაქსიმუმ მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წლის იქნება.

სატურნის რგოლების შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება

კილომეტრი
მილი
USD
GEL