Tbilisi

Tuesday, 15 July

24°
Clear

Hourly Forecast

23 Hours
23°

Wind and pressure

Wind Speed:

4 kph, N

Pressure:

101.00 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

24°

24°

N

56 %

4 kph

101.00 kpa

16 km

Official course
15 Jul 16 Jul
1 USD 2.7149 2.7138 -0.04%
1 EUR 3.1737 3.1703 -0.11%
100 RUB 3.4690 3.4710 0.06%
როგორ წარმოიქმნება სეტყვა
როგორ წარმოიქმნება სეტყვა

სეტყვა ატმოსფერული ნალექია, რომელიც ყინულის სხვადასხვა ზომის სფერული ნაწილაკებისგან შედგება. ნაწილაკებისა და ნატეხების ზომა, როგორც წესი, 5-55 მმ-ია. თუმცა მისი ზომა შეიძლება 130 მმ-დეც კი გაიზარდოს.

ის უმეტესად ელჭექისა და თავსხმის დროს იცის, წლის თბილ პერიოდში, როდესაც ტემპერატურა 20 °C-ზე მეტია.

სეტყვის მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს. არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე შრეები.

სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან. მისი წარმოქმნის პროცესი კი შემდეგნაირია. ოკეანეების, ზღვების და მდინარეების აორთქლების შედეგად წარმოქმნილი წყლის ორთქლი ატმოსფეროს მაღალ, ცივ შრეებში გადადის. იქ ცივდება, აღწევს გაჯერების გარკვეულ მომენტს და ერთბაშად ყინულად გადაიქცევა. ყინულის პირველ კრისტალებს არატოლგვერდებიანი წაგრძელებული პრიზმების ან სწორი, ბრტყელი ექვსკუთხედების ფორმა აქვს. ამ თავდაპირველ პატარა კრისტალებზე ხდება წყლის ორთქლის შემდგომი დალექვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო რთული კრისტალები. ესენი ფიფქებია. ხოლო როდესაც ყინულის მარცვლები უფრო შორს მიაქვს საჰაერო დინებებს და დიდი ხანი იმყოფება ღრუბლებში, ამ შემთხვევაში მარცვლებზე ილექება ღრუბლის ქვედა შრეებში არსებული გაცივებული წყალი. მარცვლებზე ხდება თეთრი გაუმჭვირვალე შრეების წარმოქმნა. ეს სეტყვის მარცვლებია, რომლებიც ხან ყინულის და ხან თოვლის დამახასიათებელი შრეებისაგან შედგებიან. ზოგჯერ მოდის ხოლმე ეგრეთ წოდებული ყინულის წვიმა. იგი გარედან გაყინული წვიმის წვეთებია, რომლის შიგნით წყალია მოთავსებული.

საქართველოში სეტყვიან დღეთა საშუალო წლიური რიცხვია 2-10.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
16-17 ივლისს ინტენსიურმა წვიმამ შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
16-17 ივლისს ინტენსიურმა წვიმამ შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება

კილომეტრი
მილი
USD
GEL