Tbilisi

Sunday, 13 July

28°
Sunny

Hourly Forecast

10 Hours
29°
11 Hours
31°
12 Hours
33°
13 Hours
34°
14 Hours
36°

Wind and pressure

Wind Speed:

0 kph, CLM

Pressure:

101.70 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

28°

28°

CLM

47 %

0 kph

101.70 kpa

16 km

Official course
11 Jul 12 Jul
1 USD 2.7174 2.7160 -0.05%
1 EUR 3.1875 3.1753 -0.38%
100 RUB 3.4975 3.4793 -0.52%
რატომ გააქტიურდა პოლარული ნათება - ავრორა უკვე უჩვეულო ადგილებიდანაც ჩანს
რატომ გააქტიურდა პოლარული ნათება - ავრორა უკვე უჩვეულო ადგილებიდანაც ჩანს

ავრორა - ეს შთამბეჭდავი ნათებაა, დედამიწის დიდებული სანახაობა, რომლის ნახვაზეც ყველა ოცნებობს. ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალი, რომელიც ძირითადად არქტიკისა და ანტარქტიკის სიახლოვესაა, საუკუნეების განმავლობაში აოცებდა დედამიწის მაცხოვრებლებს და ასე გრძელდება ახლაც.

უკანასკნელ პერიოდში კი ფართო საზოგადოებამ ტრადიციულზე უფრო მეტ ლოკაციაზე შეძლო ნათების დაფიქსირება და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება. მაგალითად, პოლარული ნათება გამოჩნდება კოლორადოს შტატში, სამხრეთ ინგლისში, ავსტრალიაში...

პოლარული ციალის ძირითადი ფერებია: ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი, იისფერი და ნარინჯისფერი. მათი წარმოქმნის მიზეზი მზის დამუხტული ნაწილაკებია, რომლებიც მზეს შორდება და დაახლოებით სამი დღის შემდეგ აღწევს დედამიწის ატმოსფეროში. ნათების ფერს კი განსაზღვრავს ის, თუ რას და როგორ ეჯახება აღნიშნული ნაწილაკები. ჟანგბადთან შეჯახებისას წარმოიქმნება ყვითელი და მწვანე ფერი, აზოტთან კი – წითელი, ვარდისფერი და იშვიათად, ლურჯი. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ატომური აზოტი წარმოშობს ლურჯს ფერს, მოლეკულური აზოტი – მეწამულს. თავის როლს თამაშობს სიმაღლეც. მწვანე ციალი 240 კმ სიმაღლემდე წარმოიქმნება, წითელი - 240 კმ-ის ზემოთ; ლურჯი ფერი 100 კმ სიმაღლემდეა, იისფერი – 100 კმ-ის მაღლა.

უკანასკნელ პერიოდში პოლარული ნათება განსაკუთრებით გააქტიურდა და მისი დანახვა უკვე ისეთი ადგილებიდანაც შესაძლებელია, საიდანაც ადრე არ ჩანდა. ასტრონავტები აღნიშნავენ, რომ მომავალ წლებში ჩრდილოეთის ციალი კიდევ უფრო გააქტიურდება და მსურველებს მისი ნახვის კიდევ უფრო მეტი შანსი ექნებათ.

მზე განიცდის 11-წლიან ციკლებს, რომლის დროსაც მისი აქტივობა პროგნოზირებადი მახასიათებლებით იზრდება და მცირდება. ამჟამად ის 25-ე ციკლს გადის, რომელიც 2019 წლის დეკემბერში მზის მინიმალური აქტიურობით დაიწყო. ამჟამად კი მზის ციკლი მაქსიმალური აქტიურობის ეტაპს უახლოვდება, რომელიც ასტრონავტების პროგნოზით 2025 წლის ივლისში დადგება. ამ პერიოდში მზის მაქსიმალური გააქტიურებაა მოსალოდნელი. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება პოლარული ციალის გააქტიურებაც. მზის ციკლის პიკურ ეტაპზე გადასვლასთან ერთად ავრორა კიდევ უფრო ხშირი გახდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავრორას დანახვა სხვა პლანეტებზეც შესაძლებელია.

დაათვალიერეთ სხვადასხვა ლოკაციიდან გადაღებული ავრორას შთამბეჭდავი ფოტოები

fp-jrm0wcaax-gi-1678177451.jpg

aurora-march-17-2015-eagle-lake-s-900x581-1678177421.jpg

kolorado-1678177332.jpg

england-1678177312.jpg

230301114503-northern-lights-anchorage-alaska-1678177289.jpg

aurora-feb-15-16-2023-a-red-rays-s-900x597-1678177245.jpg

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
წვიმა, სეტყვა და ქარი - აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი უამინდობაა მოსალოდნელი
წვიმა, სეტყვა და ქარი - აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი უამინდობაა მოსალოდნელი
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან

კილომეტრი
მილი
USD
GEL