Friday, 18 July
Wind Speed:
0 kph, CLM
Pressure:
101.30 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
26°
25°
CLM
64 %
0 kph
101.30 kpa
16 km
18 Jul | 19 Jul | ||
1 USD | 2.7121 | 2.7118 | -0.01% |
1 EUR | 3.1425 | 3.1568 | 0.46% |
100 RUB | 3.4672 | 3.4534 | -0.4% |
კანადაში წყალდიდობასა და მეწყერს მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სტიქიის გამო ქალაქ ვანკუვერში მდებარე კანადის უდიდეს პორტში სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია.
„ყველა სარკინიგზო რეისი ვანკუვერის პორტამდე და პირიქით შეჩერებულია წყალდიდობის გამო“, - განაცხადა პორტის პრესსპიკერმა მატი პოლიქრონისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ პემბერტონთან ახლოს, ვანკუვერის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 160 კილომეტრში, მეწყერმა რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაკარგულია ორი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
წყარო: interpressnews.ge
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.