Tbilisi

Wednesday, 07 October

16°
Mostly Cloudy

Hourly Forecast

12 Hours
18°
13 Hours
19°
14 Hours
20°
15 Hours
21°
16 Hours
22°

Wind and pressure

Wind Speed:

13 kph, NW

Pressure:

102.40 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

19°

16°

NW

82 %

13 kph

102.40 kpa

16 km

Official course
06 Oct 07 Oct
1 USD 2.6032 2.6025 -0.03%
1 EUR 2.9169 2.9263 0.32%
100 RUB 3.0626 3.0135 -1.6%
რა ხდება ახლა ტაილანდის დედაქალაში, რომელიც 26 სექტემბერს სტიქიის ზონად გამოცხადდა
რა ხდება ახლა ტაილანდის დედაქალაში, რომელიც 26 სექტემბერს სტიქიის ზონად გამოცხადდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში რამდენიმე დღის ძლიერმა წვიმამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. 26 სექტემბერს ქალაქის 50-ვე რაიონი სტიქიის ზონად გამოცხადდა, ხოლო 28–29 სექტემბერი ბანგკოკსა და მის მიმდებარე სამ პროვინციაში სპეციალურ დასვენების დღეებად განისაზღვრა.

ტაილანდის მთავრობის 28 სექტემბრის მონაცემებით, წყალდიდობამ დაახლოებით 329 000 ოჯახი, ანუ 700 000-მდე ადამიანი დააზარალა. ყველაზე მეტად ბანგკოკის რამდენიმე რაიონი, მათ შორის ლატ კრაბანგი, ბანგ კაპი, საი მაი და ლაქ სი, დაზარალდა.

ძლიერმა წვიმამ ქალაქის სადრენაჟო სისტემა გადატვირთა და არხებში წყლის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 28 სექტემბერსაც კი ქალაქის ზოგიერთ რაიონში რამდენიმე ათეული მილიმეტრი ნალექი მოვიდა.

8 სექტემბრისთვის ხელისუფლების მთავარი ამოცანა დატბორილი ქუჩებიდან და საცხოვრებელი უბნებიდან წყლის სწრაფად გადინებაა. ამისთვის ქალაქის მთავარ არხებში წყლის დონეს ამცირებენ და სადრენაჟო სისტემას მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებენ. ზოგიერთ გზაზე მოძრაობა უკვე აღდგა, თუმცა რამდენიმე უბანში კვლავ სიფრთხილეა საჭირო.

ბანგკოკი წყალდიდობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან ქალაქი დაბლობზე, ჩაო ფრაიას მდინარის დელტასთან მდებარეობს. ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის დროს წყლის გადინებას ქალაქის სადრენაჟო სისტემა ყოველთვის ვერ აუდის.

მიუხედავად იმისა, რომ ნალექმა იკლო, ხელისუფლება მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს, დატბორილ გზებს მოერიდოს. წყლის სრულად გადინებას ზოგიერთ რაიონში შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
საქართველოში ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო გზებზე სეზონის პირველი შეზღუდვები დაწესდა
საქართველოში ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო გზებზე სეზონის პირველი შეზღუდვები დაწესდა
ელ-ნინიო ძლიერდება - უახლესი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
ელ-ნინიო ძლიერდება - უახლესი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
როგორი ამინდია ახლა ევროპის ქვეყნებში, სადაც ზაფხულში განსაკუთრებული სიცხე იყო
როგორი ამინდია ახლა ევროპის ქვეყნებში, სადაც ზაფხულში განსაკუთრებული სიცხე იყო
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 1 ოქტომბრამდე უამინოდობაა მოსალოდნელი
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 1 ოქტომბრამდე უამინოდობაა მოსალოდნელი

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL