Wednesday, 12 August
30°
Wind Speed:
7 kph, N
Pressure:
101.50 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
31°
30°
N
48 %
7 kph
101.50 kpa
16 km
| 11 Aug | 12 Aug | ||
| 1 USD | 2.6198 | 2.6191 | -0.03% |
| 1 EUR | 3.0274 | 3.0214 | -0.2% |
| 100 RUB | 3.1687 | 3.1846 | 0.5% |
კოლუმბიაში 10 აგვისტოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 254 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 2 600 ადამიანი დაშავდა, ხოლო დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა კვლავ გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულად დაახლოებით 4 000 ადამიანი ითვლება, თუმცა ხელისუფლების ოფიციალური მაჩვენებელი ამაზე მნიშვნელოვნად დაბალია.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 7:34 საათზე მოხდა. კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მისი მაგნიტუდა 7.4 იყო, ეპიცენტრი კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ჩოკოს დეპარტამენტის სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტთან მდებარეობდა. მიწისძვრის კერა დაახლოებით 103 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ოფიციალური სამსახურის შეფასებით, ეს XXI საუკუნეში კოლუმბიაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.
ყველაზე მეტად დასავლეთი კოლუმბია დაზარალდა. ძლიერმა ბიძგებმა განსაკუთრებით დააზიანა კალი, პერეირა, მანისალესი და კიბდო. ნგრევა შეეხო საცხოვრებელ შენობებს, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. დაზიანდა ასევე გზები, აეროპორტები და ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.
მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა პერეირასა და კალიშია. Reuters-ის ცნობით, პერეირაში 101 ადამიანი დაიღუპა, კალიში კი - 95. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩოკოს რეგიონში, რომელიც ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს და სადაც ზოგიერთ დასახლებასთან მისვლა გზებითა და მდინარის მარშრუტებითაც კი რთულია.
მიწისძვრის შემდეგ დაკარგულთა რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 195 ადამიანი ითვლება დაკარგულად, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარმოებული დამოუკიდებელი ბაზები დაკარგულთა რაოდენობას 4 000-მდე აფასებს.
განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი დაზარალებულ რეგიონებში კომუნიკაციის სირთულეა. განსაკუთრებით რთულია ინფორმაციის მიღება ჩოკოს შორეული დასახლებებიდან, სადაც ელექტროენერგია და კავშირი ზოგიერთ ადგილას კვლავ შეფერხებულია. საბოლოო მონაცემების დასადგენად შესაძლოა რამდენიმე დღე გახდეს საჭირო. მაშველები იყენებენ მძიმე ტექნიკას, სამძებრო ძაღლებსა და სპეციალურ აღჭურვილობას, თუმცა რიგ შემთხვევებში ნანგრევების გაწმენდა ხელით უწევთ.
ოპერაციას ართულებს განმეორებითი ბიძგების საფრთხეც. კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის პირველივე ანგარიშში მიწისძვრის შემდეგ 18 აფთერშოკი იყო დაფიქსირებული, ხოლო Reuters-ის ცნობით, სამშაბათისთვის მათი რაოდენობა უკვე 100-ს აჭარბებდა. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დაზიანებულ შენობებში არ დაბრუნდნენ.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.