Tbilisi

Wednesday, 22 July

29°
Sunny

Hourly Forecast

13 Hours
31°
14 Hours
32°
15 Hours
33°
16 Hours
34°
17 Hours
33°

Wind and pressure

Wind Speed:

6 kph, N

Pressure:

101.30 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

30°

29°

N

51 %

6 kph

101.30 kpa

16 km

Official course
21 Jul 22 Jul
1 USD 2.6315 2.6301 -0.05%
1 EUR 3.0089 3.0044 -0.15%
100 RUB 3.3609 3.3461 -0.44%
ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა
ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა

თბილისში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რამაც ქალაქის გარკვეულ უბნებში ქუჩების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა, სადაც დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 110 მმ ნალექი მოვიდა, რაც ქ. თბილისის მასშტაბით ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, 1 საათში (20.07.23:00-21.07.00:00) ამ რაოდენობის ნახევარზე მეტი 54.5 მმ დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის კლიმატურ ნორმას 30%-ით აღემატება.

სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ ტაბახმელის სადგურზე 25.07 მმ, ვაშლიჯვარის სადგურზე 55.8 მმ, ბაგების სადგურზე - 75.2 მმ, სოხუმის უნივერსიტეტის სადგურზე - 69.1 მმ, მუხათწყაროს სადგურზე - 87.3 მმ, მცხეთის სადგურზე - 1.5 მმ, ხოლო, აღმაშნებელის გამზირზე მდებარე სადგურზე 95.1 მმ შეადგინა.

აღნიშნული მონაცემებით, ნალექი ქალაქის მასშტაბით არათანაბრად გადანაწილდა, რაც კონვექტიური პროცესებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი თბილისის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილის ცალკეულ უბნებში დაფიქსირდა.

დღის განმავლობაში ზედაპირული ჰაერის მნიშვნელოვანი გათბობის, ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტენის მაღალი შემცველობისა და ზედა ფენებში შედარებით ცივი ჰაერის შემოჭრის ფონზე ატმოსფეროს ძლიერი არამდგრადობა შეიქმნა. ასეთ პირობებში სწრაფად განვითარდა მძლავრი კონვექტიური ღრუბლები, რომლებმაც მცირე ტერიტორიაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ინტენსიური წვიმა გამოიწვია.

მსგავსი მოვლენების დროს დამახასიათებელია ნალექის ძირითადი ნაწილი რამდენიმე საათში მოსვლა. მოცემულ შემთხვევაში, დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის ფარგლებში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექის რაოდენობა მოვიდა. სწორედ ნალექის ასეთი მაღალი ინტენსივობა წარმოადგენს წყალმოვარდნების, ქუჩების დატბორვისა და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც. შესაბამისად, სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც ზრდის უეცარი დატბორვებისა და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განვითარების რისკს.

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს და მოსახლეობას ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი სახიფათო მოვლენების შესახებ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში – დაღუპულები, ათიათასობით ევაკუირებული და მასშტაბური სამაშველო ოპერაცია
ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში – დაღუპულები, ათიათასობით ევაკუირებული და მასშტაბური სამაშველო ოპერაცია
მზის ხელოვნურად დაბნელება - რას ნიშნავს ეს იდეა და რატომ შეიძლება გახდეს საჭირო?
მზის ხელოვნურად დაბნელება - რას ნიშნავს ეს იდეა და რატომ შეიძლება გახდეს საჭირო?
ძლიერმა წვიმამ თბილისი კვლავ დატბორა
ძლიერმა წვიმამ თბილისი კვლავ დატბორა
ვითარება საფრანგეთში ანომალიური სიცხეების ფონზე
ვითარება საფრანგეთში ანომალიური სიცხეების ფონზე

კილომეტრი
მილი
USD
GEL