Tbilisi

Friday, 11 September

18°

Hourly Forecast

23 Hours
21°

Wind and pressure

Wind Speed:

6 kph, N

Pressure:

102.20 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

18°

18°

N

72 %

6 kph

102.20 kpa

16 km

Official course
11 Sep 12 Sep
1 USD 2.6101 2.6095 -0.02%
1 EUR 3.0342 3.0247 -0.31%
100 RUB 3.1036 3.0923 -0.36%
5 ევროპული ქალაქი, სადაც გაზაფხულის წვიმები ყველაზე ხშირია
5 ევროპული ქალაქი, სადაც გაზაფხულის წვიმები ყველაზე ხშირია

გაზაფხულის მიწურულს, როდესაც ბევრი ჩვენგანი მზიან დასვენებაზე ოცნებობს, ევროპის ზოგიერთი ქალაქი საკუთარ „ხასიათს“ ავლენს. მაისი ამ რეგიონებში ხშირად ნალექიანია, თუმცა წვიმას თავისი ხიბლი აქვს, თუკი მას მომზადებული შეხვდებით.

თუ მაისში მოგზაურობას გეგმავთ და თან ნესტიანი ასფალტის სურნელიც გიყვართ, აი, 5 ევროპული ქალაქი, სადაც გაზაფხულის წვიმები ყველაზე ხშირი სტუმარია:

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – ლონდონი და წვიმა განუყოფელი ცნებებია. მაისი აქ გარდამავალი პერიოდია, როდესაც მზიან ამინდს წამებში ცვლის ტიპური ბრიტანული „ჟინჟღლი“. მიუხედავად ნალექისა, ქალაქი ამ დროს საოცრად მწვანეა.

ბერგენი, ნორვეგია – ბერგენი ოფიციალურად ითვლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წვიმიან ქალაქად. აქ წელიწადში საშუალოდ 200 დღეზე მეტს წვიმს. მაისი გამონაკლისი არ არის. წვიმა აქ ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჰაერი, ამიტომ ადგილობრივები მას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. თუ მაისში მოგზაურობას აპირებთ, აუცილებლად იქონიეთ ხარისხიანი საწვიმარი. წვიმის შემდეგ წამოსული ნისლი ქალაქს მისტიკურ იერს სძენს, რაც ფოტოგრაფიისთვის შეუდარებელია

ამსტერდამი, ნიდერლანდები –ნიდერლანდების ამინდი ძალიან არაპროგნოზირებადია. მაისში, ტიტების სეზონის პიკზე, ხშირია ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი საგაზაფხულო წვიმები. წვიმის დროს არხებში ნავით გასეირნება (გადახურული კატერით) კიდევ უფრო რომანტიკულია. ასევე, ეს იდეალური დროა ვან გოგის მუზეუმში "დასამალად".

ბრიუსელი, ბელგია – ბელგიის დედაქალაქი ცნობილია თავისი ნაცრისფერი ცითა და ხშირი წვიმებით, რომლებიც შეიძლება დღეში რამდენჯერმე დაიწყოს და შეწყდეს. ბრიუსელი შოკოლადისა და ვაფლების ქალაქია. როცა გარეთ წვიმს, საუკეთესო აქტივობა რომელიმე მყუდრი კაფეში შოკოლადის დაგემოვნებაა.

ლიუბლიანა, სლოვენია – მსლოვენიის დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სუფთა ქალაქია ევროპაში, რაც სწორედ ხშირი ნალექის დამსახურებაა. მაისი აქ წლის ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი თვეა. წვიმა ლიუბლიანას გარშემო არსებულ ალპურ ბუნებას კიდევ უფრო ზურმუხტისფერს ხდის. ქალაქი პატარა და კომპაქტურია, ბევრი კაფე კი გადახურულია, რაც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ მდინარე ლიუბლიანიცას ხედით მშრალად და მყუდროდ.

თუ წვიმიან სეზონზე მოგზაურობას აპირებთ, აუცილებლად ჩაიცვით ფენებად. ასევე არ დაგავიწყდეთ საწვიმარი და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
როგორი ამინდი ელოდება მსოფლიოს 2026 წლის შემოდგომაზე?
როგორი ამინდი ელოდება მსოფლიოს 2026 წლის შემოდგომაზე?
როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ავიაციაზე
როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ავიაციაზე
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL