Thursday, 02 April
19°
Wind Speed:
15 kph, S
Pressure:
100.90 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
19°
19°
S
45 %
15 kph
100.90 kpa
16 km
| 02 Apr | 03 Apr | ||
| 1 USD | 2.6994 | 2.6989 | -0.02% |
| 1 EUR | 3.1318 | 3.1083 | -0.75% |
| 100 RUB | 3.3536 | 3.3612 | 0.23% |
მსოფლიოს ყინულოვანი გიგანტის 40-წლიანი მოგზაურობა სრულდება. ის ერთ დროს დედამიწის უდიდესი აისბერგი იყო, რომლის ფართობი ლონდონს ორჯერ აღემატებოდა. თუმცა, ხანგრძლივი დრამატული თავგადასავლის შემდეგ, რომელიც მეცნიერებისთვის ნამდვილ სანახაობად იქცა, აისბერგი A23a დაშლის პირასაა. თბილი ოკეანის წყლები მის ნარჩენებს „ჭამენ“ და სპეციალისტების ვარაუდით, მას არსებობის მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.
A23a-ს ისტორია 1986 წელს დაიწყო, იმ წელს, როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. სწორედ მაშინ მოწყდა ანტარქტიდის კონტინენტს ფილხნერის ყინულოვანი შელფიდან გიგანტური მასა, რომლის ფართობი 4 000 კვადრატულ კილომეტრს აღწევდა.
მოწყვეტიდან მალევე, აისბერგი უედელის ზღვის ფსკერზე, ტალახში „გაიჭედა“ და იქ მომდევნო 30 წელზე მეტი გაატარა. მისი მოძრაობა მხოლოდ 2020 წელს შეამჩნიეს, რამაც მეცნიერთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
დინებებისა და ფსკერის რელიეფის წყალობით, A23a-მ გეზი ე.წ. „აისბერგების ხეივნისკენ“ აიღო. გზად მან არაერთი დაბრკოლება გადალახა: სამხრეთ ორკნის კუნძულებთან რვა თვის განმავლობაში გიგანტურ წყლის მორევში, „ტეილორის სვეტში“ ტრიალებდა, შემდეგ კი სამხრეთ ჯორჯიის კუნძულთან გაიჭედა. ბევრი სხვა აისბერგისგან განსხვავებით, რომლებიც სწორედ აქ ასრულებენ სიცოცხლეს, A23a-მ თავის დაღწევა შეძლო და ჩრდილოეთისკენ სვლა განაგრძო.
„მისი მოგზაურობა მართლაც შთამბეჭდავია მხოლოდ მისი ხანგრძლივობის გამოც კი,“ — ამბობს დოქტორი კრისტოფერ შუმანი. ის ამ პროცესს სატელევიზიო დრამას ადარებს, სადაც არასდროს იცი, შემდეგ სერიაში რა მოხდება.
2025 წლის დასაწყისისთვის აისბერგი კვლავ კოლოსალური ზომის იყო, თუმცა წელს მისი დეგრადაცია დაჩქარდა. აგვისტოსა და სექტემბერში, სამხრეთ ატლანტის ოკეანეში ყოფნისას, მასზე ერთდროულად რამდენიმე ძალამ იმოქმედა:
შედეგად, გიგანტს დიდი ნატეხები მოსცილდა, რომლებსაც საკუთარი სახელებიც კი მიენიჭათ (A23g, A23h და A23i).
მეცნიერები A23a-ს დაშლას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან არა მხოლოდ სანახაობისთვის, არამედ კლიმატის ცვლილების შესასწავლად. აისბერგები ერთგვარი „მოძრავი ბუნებრივი ლაბორატორიებია“. მათზე დაკვირვებით მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, როგორ უპასუხებს ანტარქტიდის ყინულოვანი შელფები ტემპერატურის მატებას და რა გავლენას მოახდენს ეს მსოფლიო ოკეანის დონის აწევაზე.
მარტის დასაწყისისთვის A23a-ს ფართობი 180 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. ის ახლა იმაზე უფრო ჩრდილოეთით იმყოფება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ანტარქტიდული აისბერგი, რომელსაც დღეს აკვირდებიან. მეტიც, ეკვატორთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ლონდონი.
"ის დაემსგავსა ყინულის ნატეხს თქვენს სასმელში - მის გაქრობას დიდი დრო არ სჭირდება,“ - აღნიშნავს დოქტორი შუმანი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ როგორც კი აისბერგის ფართობი 70 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები გახდება, ისინი მის თვალთვალს შეწყვეტენ. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში მსოფლიოს უძველესი აისბერგისგან კვალიც აღარ დარჩება.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.