Tuesday, 27 January
3°
Wind Speed:
7 kph, SW
Pressure:
102.30 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
3°
1°
SW
100 %
7 kph
102.30 kpa
5 km
| 24 Jan | 27 Jan | ||
| 1 USD | 2.6941 | 2.6937 | -0.01% |
| 1 EUR | 3.1607 | 3.1950 | 1.09% |
| 100 RUB | 3.5486 | 3.5255 | -0.65% |
შშ-ში ზამთრის შტორმით გამოწვეული ქაოსი გრძელდება. სტიქიის გამო გამოწვეული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყნის უმეტეს შტატში მცხოვრები 200 მილიონზე მეტი ადამიანი.
რამდენიმე შტატში, მათ შორის ტეხასში, ლუიზიანაში, ტენესის შტატში, პენსილვანიასა და სამხრეთ კაროლინაში, ქარიშხლისა და ყინვის შედეგად 15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კიდევ რამდენიმე გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რიგ შტატებში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრამდე იყო. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთი შტორმია მოსალოდნელი.
შტატების სამხრეთ ნაწილში, ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილმა ყინულმა ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა სამხრეთის დიდ ნაწილში. შეზღუდულია გზებზე გადაადგილება, თოვლმა დააზიანა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ვებსაიტ poweroutage.us-ის თანახმად ელექტროენერგია ასობით ათას მომხმარებელს აღუდგა, თუმცა, ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
FlightAware-ის მონაცემებით, ავიაკომპანიებმა კვირას 11 600-ზე მეტი რეისი გააუქმეს. ორშაბათს კი აშშ-ში 6000-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.