Friday, 19 December
6°
Wind Speed:
9 kph, W
Pressure:
102.50 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
7°
4°
W
52 %
9 kph
102.50 kpa
16 km
| 19 Dec | 20 Dec | ||
| 1 USD | 2.6979 | 2.6984 | 0.02% |
| 1 EUR | 3.1636 | 3.1606 | -0.09% |
| 100 RUB | 3.3780 | 3.3548 | -0.69% |
მას შემდეგ, რაც 2024 წლის აპრილში დუბაიმ ისტორიული დატბორვა გადაიტანა, ნებისმიერი ღრუბლის გამოჩენა მოსახლეობასა და ტურისტებში ხშირად შიშს იწვევს.
ამჟამად დუბაიში ზამთრის სეზონია, რაც ნიშნავს, რომ ტემპერატურამ დაიკლო და ცვალებადი მოღრუბლულობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მიმდინარე კვირაში რეგიონში დაფიქსირდა ზომიერი ნალექი, რაც დეკემბრის თვისთვის აბსოლუტური ნორმაა.
განსხვავებით აპრილის სტიქიისგან, დღევანდელ ნალექს არ გამოუწვევია: აეროპორტის პარალიზება, გზების გადაკეტვა და ინფრასტრუქტურის დაზიანება.
ხშირად, როდესაც დუბაიში მცირე წვიმა მოდის, სოციალურ ქსელებში აქტიურდება ძველი, აპრილის თვის კადრები, რაც მომხმარებლებში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქალაქი კვლავ იძირება. სინამდვილეში, დუბაის ხელისუფლებამ აპრილის შემდეგ 800 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ჩადო სანიაღვრე სისტემების განახლებაში, რათა წვიმებმა ქალაქს დისკომფორტი აღარ შეუქმნას.
დეკემბერი დუბაიში ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი თვეა, თუმცა ეს მაინც „სიმბოლურია“. ნალექი კვირის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მოვიდეს და ის ნაკლებად ინტენსიურია. წვიმა ძირითადად ხანმოკლე და შხაპუნაა.
უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასე გამოიყურება:
დღეს, 19 დეკემბერი ყველაზე რთული დღეა. მოსალოდნელია ინტენსიური წვიმა და ჭექა-ქუხილი. ტემპერატურა დღისით 21°C-ია. ქარის სიჩქარე შესაძლოა 65-85 კმ/სთ-მდე ავიდეს.
20 დეკემბერს წვიმა ნელ-ნელა შეწყდება, კვლავ მოღრუბლულობაა ნავარაუდევი. 21 დეკემბერს ამინდი დასტაბილურდება. გამოანათებს მზე და ნალექი აღარ არის მოსალოდნელი.
შეგახსნენებთ, რომ დუბაიში ყველაზე ინტენსიური წვიმა 2025 წლის 16 აპრილს მოვიდა. გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ულტრათანამედროვე მეგაპოლისის პარალიზება გამოიწვია. სინოპტიკოსების მონაცემებით, სულ რაღაც 24 საათში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც რეგიონში საშუალოდ წელიწადნახევრის განმავლობაში მოდის. ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობამ 250 მილიმეტრს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც 1949 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მეტეოროლოგიური დაკვირვებები დაიწყო.
სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურას სერიოზული გამოცდა მოუწყო. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, იძულებული გახდა ასეულობით რეისი გაეუქმებინა ან გადაემისამართებინა. ასაფრენი ბილიკები უფრო ტბებს ჰგავდა, ვიდრე თვითმფრინავების სავალ გზას. ქალაქის მთავარი ავტომაგისტრალები წყლით დაიფარა, რამაც ათასობით ავტომობილის დატბორვა და მოძრაობის სრული შეჩერება გამოიწვია.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.