Tbilisi

Tuesday, 03 March

12°
Sunny

Hourly Forecast

16 Hours
12°
17 Hours
11°
18 Hours
9°
19 Hours
7°
20 Hours
7°

Wind and pressure

Wind Speed:

18 kph, WNW

Pressure:

101.90 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

13°

12°

WNW

43 %

18 kph

101.90 kpa

16 km

Official course
28 Feb 03 Mar
1 USD 2.6759 2.6922 0.61%
1 EUR 3.1581 3.1606 0.08%
100 RUB 3.4619 3.4826 0.6%
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა. პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი - წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

"აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა.უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების - წვიმა, თოვლი, ქარი - განვითარებაზე.საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრების და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს," - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
თოვა და დასავლეთის ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ?
თოვა და დასავლეთის ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ?
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
ევროპა „არქტიკული შოკის“ მოლოდინში - რას უნდა ველოდოთ თებერვლის ანომალიური ციკლონისგან?
ევროპა „არქტიკული შოკის“ მოლოდინში - რას უნდა ველოდოთ თებერვლის ანომალიური ციკლონისგან?
სად შეიზღუდა მოძრაობა დიდთოვლობის გამო?
სად შეიზღუდა მოძრაობა დიდთოვლობის გამო?

კილომეტრი
მილი
USD
GEL