Tuesday, 18 November
17°
Wind Speed:
6 kph, S
Pressure:
102.40 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
18°
17°
S
48 %
6 kph
102.40 kpa
16 km
| 18 Nov | 19 Nov | ||
| 1 USD | 2.7080 | 2.7078 | -0.01% |
| 1 EUR | 3.1424 | 3.1367 | -0.18% |
| 100 RUB | 3.3332 | 3.3394 | 0.19% |
ბოლო დღეებში თბილისის ცენტრალურ უბნებში დაფიქსირდა ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მატება, რასაც სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. გარემოსდამცველები და მოქალაქეები ხელისუფლების დროული რეაგირების ნაკლებობაზე საუბრობენ.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, ქალაქის ცენტრში PM2.5 (უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკების) დონემ საგრძნობლად მოიმატა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდებულ ნორმაზე 3.6-ჯერ მეტი იყო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის უბრალო ნისლი – ეს არის უშუალო საფრთხე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ თბილისელები ამ პრობლემას ყველაზე მწვავედ გრძნობენ.
რამ გამოიწვია ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მაღალი კონცენტრაცია - გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი განმარტება "საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.
ასევე დაგაინტერესებთ 12:58 / 17-11-2025რამ გამოიწვია ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მაღალი კონცენტრაცია - გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავსგასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რა არის "ტრანსსასაზღვრო მტვერი“
ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჰაერის დაბინძურება ამ დღეებში ნაწილობრივ„ ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით". თუმცა, როგორც "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფერული მოძრაობები ყოველთვის ხდება, თბილისის მთავარი პრობლემა "ძალიან ცუდი განიავებაა", რაც ამ მტვრის მასებს ქალაქში აკავებს.
სოციალურ ქსელში რუსუდან ჯაყელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, PM2.5 ნაწილაკი ადამიანის თმის ღერზე 30-ჯერ პატარაა და მას შეუძლია ფილტვის ბარიერს გასცდეს და სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვდეს.
რას იწვევს დაბინძურებული ჰაერი (PM2.5):
ეს არის პირველი ჯგუფის კანცეროგენი. გრძელვადიანად ზრდის სიმსივნეს, გულისა და ფილტვის დაავადებების რისკს. საგრძნობლად ასუსტებს იმუნიტეტს. ტრანსსასაზღვრო მტვრის შემთხვევაში, ნინო ჩხობაძის თქმით, ეს იწვევს ალერგიებს, წნევის მატებას, სასუნთქი სისტემების პრობლემებს და თავის ტკივილებს.
ჰაერის ჩამკეტი მაღალსართულიანი შენობები
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურება ადგილობრივ ფაქტორებს უკავშირდება. მისი თქმით, ქალაქის "ქარის ვარდის" შეცვლა მაღალსართულიანი შენობების უკონტროლო განაშენიანების გამო, ახალ სურათს ქმნის ქალაქის ფილტრაციის კუთხით.
თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები:
ტრანსპორტი და მაგისტრალების გამტარუნარიანობის პრობლემა: დიდი რაოდენობით მანქანები და საცობები დაბინძურების მთავარი წყაროა.მშენებლობები: PM ნაწილაკების მატება ძირითადად მშენებლობების შედეგად ხდება, რადგან სამშენებლო პროცესი არ არის სათანადოდ შეფუთული და გაკონტროლებული.
განიავების პრობლემა: უკონტროლო განაშენიანების გამო, ჩაკეტილია ქალაქი, რის გამოც ვაკეც კი, რომელიც ადრე ნიავდებოდა, დღეს პრობლემურ უბნებს შორისაა (ნავთლუღისა და საბურთალოს მსგავსად).
ნინო ჩხობაძე მწვავედ აფასებს საზოგადოების დამოკიდებულებას ეკოლოგიური პრობლემების მიმართ და უახლოესი წარსულიდან მძიმე ფაქტს იხსენებს:
"ამ თემაზე პატარა აქციებიც არ ჩატარებულა, მით უმეტეს მრავალათასიანი. არავინ ფიქრობს, რომ ეს არის უფრო აქტუალური, რადგან ჩვენს მომავალს ეხება. გახსოვთ ცოტა ხსნის წინ გამოქვეყნებული კვლევა, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ტექსტის აღქმის პრობლემაზე? – 1998 წელს მე პირადად გავიტანე ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე და ვთქვი, რომ თუ დროულად არ ავკრძალავთ ტეტრაეთილ ტყვიას, რამდენიმე წელში გვექნება პრობლემა, როცა მომავალი თაობა ვერ აღიქვამდა ტექსტს. ასრულდა თუ არა? - საქმე ეხებოდა ტრანსპორტიდან და საწვავიდან ტყვიით დაბინძურების თემას. მაშინაც სერიოზული ბრძოლა დაგვჭირდა... ვერ აღიქვამდნენ პრობლემად. დღეს ჩვენ დაგვიდგა ეს შედეგი.“
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და როგორ დავიცვათ თავი?
სოციალური ქსელების მომხმარებელთა კრიტიკის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებამ კრიტიკულ დღეებშიც კი არ გაავრცელა გაფრთხილება. ნინო ჩხობაძე განმარტავს, რომ მთავრობა ვალდებულია ამ დროს:
"გაავრცელოს განცხადება ჰაერის დაბინძურების შესახებ (როგორც ეს სხვა დროს ხდება).გააფრთხილოს მოქალაქეები, რომ მაღალი დაბინძურების პერიოდში: მოერიდონ ფიზიკურ აქტივობებს გარეთ. იხმარონ პირბადეები და რესპირატორები, განსაკუთრებით ბავშვებმა, ვისთვისაც ეს მდგომარეობა ყველაზე საშიშია.„კარგია, რომ შაბათ-კვირა დაემთხვა და ხალხი მაინც სახლებში იყო. თუმცა, მძლავრი დაბინძურება არ იყო, თორემ მაგ დროს განცხადება ვრცელდება“, - აღნიშნავს ჩხობაძე.
ნინო გიგიშვლი
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.