Tbilisi

Thursday, 30 April

10°
Partly Sunny

Hourly Forecast

8 Hours
11°
9 Hours
13°
10 Hours
14°
11 Hours
16°
12 Hours
18°

Wind and pressure

Wind Speed:

26 kph, NNW

Pressure:

101.90 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

12°

7°

NNW

66 %

26 kph

101.90 kpa

16 km

Official course
29 Apr 30 Apr
1 USD 2.6925 2.6920 -0.02%
1 EUR 3.1481 3.1499 0.06%
100 RUB 3.5900 3.5906 0.02%
რატომ ჰქონდა შავ ზღვას უჩვეულო შეფერილობა? - ნინო ჩხობაძის განმარტება
რატომ ჰქონდა შავ ზღვას უჩვეულო შეფერილობა? - ნინო ჩხობაძის განმარტება

„ძალიან ადიდებული იყო მდინარეები და რამდენადაც ვხვდები, ქვიშა და თიხა ზღვაში ჩარეცხა“, - ასე ეხმაურება „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც შავ ზღვის უჩვეულო შეფერილობა ჩანს.

როგორც ჩხობაძე განმარტავს, პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ წინა დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარეებიდან ჩარეცხილი თიხა და ქვიშა გამოირიყა სანაპირო ზოლზე.

„მე მაინც მგონია, რომ საქმე გვაქვს მდინარეებიდან ჩამონადენის პრობლემასთან. ძალიან ადიდებული იყო მდინარეები ბათუმში და რამდენადაც ვხვდები, ქვიშა და თიხა ზღვაში ჩარეცხა - ამიტომ არის ასეთი ფერის. ეს არის პირველი ვარაუდი, უფრო დეტალურად იკვლევენ და როცა კვლევები ჩატარდება შემდეგ გავიგებთ.

დანალექით ჩანს, რომ ჩატანილი არის თიხა. ასევე, ჩანს რომ, ის ხეებიც მდინარეებიდან არის შემოტანილი. ადგილობრივებს არ ახსოვთ ასეთი ფერის ზღვა, რადგან ძლიერი წვიმა იყო, მაჭახელა იმ დონეზე იყო ადიდებული, რომ თამარის ხიდი თითქმის სავსე იყო. არასდროს არ უნახავთ ადგილობრივებს ასეთი რამ იმიტომ, რომ ათასწლეულში ერთხელ ხდება. აშკარაა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ნალექი ჩაიტანა მდინარემ ზღვაში“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში.

მერი ტაბატაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს
მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს
მეტეოროლოგიური კონტრასტები ჩრდილოეთ ამერიკაში: ზამთრის შტორმი კანადაში და ტორნადოს საშიშროება აშშ-ში
მეტეოროლოგიური კონტრასტები ჩრდილოეთ ამერიკაში: ზამთრის შტორმი კანადაში და ტორნადოს საშიშროება აშშ-ში
მეტეოცუნამი - როცა ტალღებს არა მიწისძვრა, არამედ ატმოსფერო წარმოქმნის
მეტეოცუნამი - როცა ტალღებს არა მიწისძვრა, არამედ ატმოსფერო წარმოქმნის
სიცხე სამხრეთში, თოვლი ჩრდილოეთში - ევროპაში არასტაბილური ამინდია
სიცხე სამხრეთში, თოვლი ჩრდილოეთში - ევროპაში არასტაბილური ამინდია

კილომეტრი
მილი
USD
GEL