Wednesday, 20 August
Wind Speed:
9 kph, S
Pressure:
101.00 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
29°
29°
S
47 %
9 kph
101.00 kpa
16 km
19 Aug | 20 Aug | ||
1 USD | 2.6968 | 2.6981 | 0.05% |
1 EUR | 3.1507 | 3.1530 | 0.07% |
100 RUB | 3.3507 | 3.3399 | -0.32% |
ხანძრები კვლავ ანადგურებს სამხრეთ ევროპის ტყის მასივებს. ესპანეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე დიდი ხანია საშუალო ტემპერატურა 40°C -ს ზემოთ არის შენარჩუნებული, ხოლო კვირას მეტეოროლოგიურმა სააგენტო Aemet-მა, კადისში საერთოდ 45.8°C დააფიქსირა.
ქვეყანაში ხანძრის შედეგად უკვე მეოთხე ადამიანი დაიღუპა, მეზობელ პორტუგალიაში კი, რომელსაც ასევე მაღალი სიცხე უტევს, გარდაცვლილთა რიცხვი ორზე ავიდა.
კვირას ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იმ 1400 ადამიანს რომლებიც ამ მომენტში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, დამატებით კიდევ 500 ჯარისკაცი შეუერთდება.
ოურენსესა და ლეონში პროვინციაში სადაც ცეცხლი მძვინვარებს ქვეყნის პრემიერი იმყოფებოდა, პედრო სანჩესმა კლიმატის საგანგაშო მდგომარეობასთან გასამკლავებლად, სპეციალური “სახელმწიფო პაქტის“ შექმნა გამოაცხადა, რაც ოპოზიციური განწყობილი კონსერვuატიული “სახალხო პარტიის“ მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.
“სახელმწიფო პაქტები ცეცხლს ვერ ჩააქრობს და ვერც დაკარგულს აღადგენს. მოქალაქეები ბევრად მეტს ელოდნენ, ვიდრე ბურუსით მოცულ ქმედებებია, რომლებიც მხოლოდ მისი რეპუტაციის გადარჩენას ემსახურება“, - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ესტერ მუნიოზმა.
დამანგრეველი ხანძრებმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ატმოსფეროს ნახშირბადით დაბინძურება გახდა, ევროპაში უკვე გაანადგურა 530,000 ჰექტარი მიწა, რაც გასული ორი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. სტიქიამ არაერთი ქვეყანა აიძლა ევროკავშირისთვის დახმარების თხოვნით მიემართათ, მაგალითად პარასკევს პორტუგალიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ოთხი “კანადაიერის“ ტიპის წყლის ბომბდამშენის გამოითხოვა.
ორშაბათის შემდეგ სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ, თუმცა გარკვეულ ადგილებში როგორიც მაგალითად ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე რეგიონები და საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილია, მაღალი სიცხე კვლავ შენარჩუნდება, რაც ტყის ხანძრების გაჩენის რისკს მკვეთრად ზრდის.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.