Saturday, 12 July
Wind Speed:
13 kph, NW
Pressure:
101.50 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
26°
25°
NW
57 %
13 kph
101.50 kpa
16 km
11 Jul | 12 Jul | ||
1 USD | 2.7174 | 2.7160 | -0.05% |
1 EUR | 3.1875 | 3.1753 | -0.38% |
100 RUB | 3.4975 | 3.4793 | -0.52% |
უახლოეს დღეებში თბილისში ჰაერის ტემპერატურა 37-39 გრადუსს მიაღწევს. მაღალი ტემპერატურა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ბავშვებში, მოხუცებსადა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. სიცხის პირობებში აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება:
დარჩით დახურულ, გრილ სივრცეში
ზედმეტად არ გაჩერდეთ გარეთ, განსაკუთრებით დღის ყველაზე ცხელ პერიოდში – 12:00-დან 17:00 საათამდე. თუ გარეთ ყოფნა აუცილებელია, ეცადეთ იპოვოთ ჩრდილი ან გამოიყენოთ ქოლგა და ფართო საზაფხულო ქუდი.
დაიცავით კანი მზისგან
გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები მინიმუმ SPF 30-ით. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კრემი უნდა წაისვათ გარეთ გასვლამდე ნახევარი საათით ადრე და პერიოდულად გაიახლოთ.
დალიეთ ბევრი წყალი
გაუწყლოება სიცხეში სერიოზული პრობლემაა. დალიეთ წყალი ხშირად, თუნდაც არ გრძნობდეთ წყურვილს. არ დალიოთ ალკოჰოლი და შაქრიანი სასმელები.
შეარჩიეთ სწორი ტანსაცმელი
უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის, მსუბუქ ტანსაცმელს, რომელიც კანს საშუალებას მისცემს „ისუნთქოს“.
გააგრილეთ შიდა სივრცეები
შიდა სივრცეში აუცილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი. თუ არ გაქვთ, სველი ტილოები დადეთ ფანჯრებთან, სადაც მზის სხივი ხვდება.
გაუფრთხილდით გადახურებას
გადახურების ნიშნებია: თავბრუსხვევა, გულისრევა, დაღლილობა, დაბნეულობა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოხუცებს, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ისინი სიცხის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.