Tbilisi

Monday, 19 May

14°

Hourly Forecast

23 Hours
13°
22 Hours
17°

Wind and pressure

Wind Speed:

31 kph, W

Pressure:

101.90 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

17°

14°

W

67 %

31 kph

101.90 kpa

16 km

Official course
17 May 20 May
1 USD 2.7415 2.7406 -0.03%
1 EUR 3.0686 3.0898 0.69%
100 RUB 3.3973 3.4109 0.4%
რატომ მივედი საკუთარ ქორწილში ევაკუატორით და როგორ იქცა ეს წვიმიანი დღე დაუვიწყარ მოგონებად
რატომ მივედი საკუთარ ქორწილში ევაკუატორით და როგორ იქცა ეს წვიმიანი დღე დაუვიწყარ მოგონებად

ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარ ქორწილში ევაკუატორით მივიდოდი. დიახ, არ მოგესმათ, არც თვალები გატყუებთ და სწორად კითხულობთ. ნამდვილად ასე იყო, ევაკუატორით მივედი. ოღონდ, ამ ყველაფერს ცოტა გრძელი ისტორია აქვს. დღეს მოგიყვებით საინტერესო და ახლა უკვე ხალისით გასახსენებელ ამბავს, რომელმაც ჩემი ქორწილის დღე გადაარჩინა.

ბავშვობაში, როგორც ყველა გოგო, ისე მეც ვოცნებობდი გრანდიოზულ ქორწილზე, დიდ სადედოფლო კაბაზე, ყველაზე ლამაზი ყვავილებით მორთულ საქორწინო დარბაზზე, განსაკუთრებულ ხელის მოწერის ცერემონიაზე და სხვა. ყველაფერი ჩემს ტვინში თითქოს მეოთხე კლასის შემდეგ დავგეგმე, როდესაც ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი ჩვენ სკოლაში გადმოვიდა სასწავლებლად და მეც პირველივე დღეს გავიცანი. აქედან, ანუ მეოთხე კლასიდან 25 წლამდე ერთი დიდი გზა გავიარეთ.

მართალია, ეს დიდი დროა ერთმანეთის გასაცნობად, მაგრამ საქორწილო სამზადისი მაინც რთული აღმოჩნდა, რადგან მოგვიწია ერთმანეთის გემოვნების შეჯერება და საუკეთესო დეტალების არჩევა. ეს კი, დამეთანხმებით, არც ისე მარტივი საქმეა.

როდესაც, საქორწილო სამზადისი დავიწყეთ, წინ ჯერ კიდევ დიდი დრო გვქონდა. ორი თვე და თითქოს ყველაფერი მოსწრებადი იყო. მთავარი დეტალი, რაც ქორწილის თარიღის შერჩევის დროს არ გავითვალისწინეთ, ეს იყო ამინდის პროგნოზი. ჩავთვალეთ, რომ ივნისის თვეში მზიანი დღეები არ მოგვაკლდებოდა და წვიმაზე არც გვიფიქრია. შესაბამისად, დავიწყეთ დიზაინერის, დეკორატორების, ქორწილის წამყვანის, მუსიკალური ბენდის, ტორტის, თაიგულის, საქორწილო საჩუქრების და ყველა საჭირო დეტალების შერჩევა. მთელი გულით მინდოდა განსაკუთრებული წვეულება და ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე შემექმნა, არასდროს ვიშურებდი ჩემს ენერგიას, ვათენებდი დღე-ღამეს და ასე მივედით საქორწილო დღემდეც.

ქორწილის დღეს ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა. დილით მზემ გამოანათა, ცაზე ღრუბლებიც არ იხედებოდა. ეს კი, ისე მახარებდა, ამინდის პროგნოზში არც ახლა ჩამიხედავს. ადრიანად ავდექით და დავიწყეთ მომზადება. ჩემი ვიზაჟისტი, თმის სპეციალისტიც და ფოტოგრაფიც ადგილზე იყო. მოკლედ, რომ ვთქვა ყველაფერი ისე მიდიოდა, თითქოს მოულოდნელი სიურპრიზები არ გველოდა.

ჯვრისწერის ცერემონია მცხეთაში მდებარე საკათედრო ტაძარში გვქონდა, ხოლო, საქორწილო წვეულება და ხელის მოწერის ცერემონია თბილისში. ამიტომ, საჭირო იყო დროულად წავსულიყავით ტაძარში, ჯერ ჯვარი დაგვეწერა, ადგილზე არაერთი ფოტო-ვიდეო გადაგვეღო და შემდეგ დავბრუნებულიყავით თბილისში.

მთელი საქორწილო სამზადისის განმავლობაში, ჩემი მეუღლე განსაკუთრებული რუდუნებით არჩევდა ავტომობილს. მეტიც, არაერთი მანქანის მოდელის გაქირავებით დაინტერესდა და განმცხადებელს ადგილზე შეხვდა, გამოცადა კიდეც ავტომობილები და გადაწყვეტილება სწორედ ასე მიიღო. აქედან გამომდინარე, არც ეჭვი შემქმნია და თავში აზრადაც არ გამივლია, რომ მთელი საქორწილო დღის განმავლობაში ავტომობილი რაიმე საფრთხის წინაშე დაგვაყენებდა ან შეფერხებას გამოიწვევდა. მე ვენდობოდი ჩემს მეუღლეს, ვიცოდი, რომ მისი გადაწყვეტილება იყო სწორ გამოცდილებაზე დაყრდნობილი და ასეც აღმოჩნდა.

მაგრამ, როგორც ყოველთვის მოულოდნელი შემთხვევები მუდამ ხდება და არსებობს რაიმე რისკი, რომ მანქანა გადაადგილების დროს გაჩერდეს ან დაზიანდეს.

თუმცა, არცერთ მოულოდნელ შემთხვევაზე არ დავფიქრებულვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ორი თვის განმავლობაში დავგეგმე, კარგად გავწერე, ჩამოვაყალიბე მთელი გეგმა, სად, როდის, როგორ მივიდოდით, სად, როგორ ფოტოს გადავიღებდით და ასე შემდეგ. აზრად არ დამიშვია, რომ შეიძლება რაიმე მოულოდნელი შემთხვევა მომხდარიყო და საფრთხე შექმნილიყო, ან ისე ვერ წავიდოდა ყველაფერი, როგორც დავგეგმე.

მტკიცედ მჯეროდა, რომ ეს მე არ დამემართებოდა. ამას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა, რადგან არასდროს მომხდარა ჩემს ცხოვრებაში რაიმე ასე დამეგეგმოს და გაუთვალისწინებელი შემთხვევები მომხდარიყოს. მეორე მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ არ ველოდი ჩემი ქორწილის დღეს მოულოდნელ შემთხვევებს. არც იმას ველოდი, რომ ყველა გეგმა თავდაყირა დადგებოდა, მე კი, ჩემს საქორწილო წვეულებაზე სულ სხვანაირად მივიდოდი.

ასეთი რა მოხდა?

როდესაც, ჯვრისწერის ცერემონიისთვის თბილისიდან მცხეთის მიმართულებით მივდიოდით, გზაში წარმოდგენაც არ მქონდა, რომ რაიმე გაუმართაობა მოხდებოდა, რადგან ავტომობილი საკმაოდ რბილად და ნორმალურად გადაადგილდებოდა. არ ჩანდა არაფერი ისეთი, რომ რაიმე შეფერხება შექმნილიყო და მართლაც ასე იყო. ჩავედით მცხეთაში, დავიწერეთ ჯვარი, შემდეგ უკვე მცხეთის ტერიტორიაზე არაერთი ადგილი მოვიარეთ, გადავიღეთ ფოტოები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. აქვე გადავიღეთ ჩვენი საქორწილო კლიპისთვის ვიდეოს მცირე მონაკვეთები და ჩავსხედით მანქანაში. ნელი და მშვიდი მოძრაობით თბილისში გამოვემართეთ.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, არაერთი ადგილი მოვიარეთ. გადავადგილდებოდით ჩვენი ნაქირავები ავტომობილით, რომელიც გამორჩეული მოდელის იყო და ნამდვილად უხდებოდა ჩვენ საქორწილო ჩაცმულობას და მთელ ქორწილის დღეს. ეს განსაკუთრებულად შერჩეული მოდელი, მართლაც ის იყო, რაზეც ბავშვობაში ორივეს გვიოცნებია და რაზეც არაერთხელ გვიფიქრია, რომ ჩვენ ქორწილში ამ მანქანით გადაადგილება ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა.

საქორწილო წვეულება მტკვრის პირას მდებარე რესტორანში გადავწყვიტეთ მოგვეწყო. რადგან უკვე ივნისის თვე იყო და მზიანი ამინდები საშუალებას გვაძლევდა სტუმრებისთვის გარე სივრცეში მოგვეწყო მაგიდები, ასეც მოვიქეცით.

ყველა საჭირო ცერემონიის, მათ შორის: ფოტოსესიის, ხელმოწერის და სხვა ადგილების მოვლის შემდეგ, მე და ჩემს მეუღლეს გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული, მხოლოდ ჩვენ ორნი წავსულიყავით იმ ადგილას, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და გავხდით შეყვარებულები. რადგან, ორივე ჩვენგანისთვის, ეს ჟესტი გამოხატულება იქნებოდა იმ სიყვარულის, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდებოდა.

გამოვეყავით ჩვენი საქორწილო მანქანების კოლონას და მარტო წავედით იმ მიმართულებით, სადაც ჩვენი ისტორია დაიწყო. სიმართლე, რომ ვთქვა არ არის ეს დასამალი ადგილი, ალბათ არაერთი შეყვარებული წყვილიც ყოფილა აქ ბავშვობაში და შეიძლება გამოიცნოთ კიდეც. მაგრამ, სანამ გამოიცნობთ გეტყვით, რომ მთაწმინდის პარკი იყო, სადაც მივდიოდით. მთაწმინდაზე ასვლამდე, მზე თითქოს სხივებს იწურავდა, მაგრამ, არც ახლა მახსენდებოდა ბედნიერების ფონზე, ტელეფონი ამეღო და ამინდის პროგნოზში ჩამეხედა.

ის იყო მთაწმინდის პარკს მივადექით, რომ უეცრად ამინდი შეიცვალა. ცას მუქი ნაცრისფერი დაედო, ღრუბლები ჯარად გამოდგნენ და წვიმის წვეთები წამოვიდა. მოულოდნელი წვიმისგან გაბრაზება ვერ მოვასწარი, რომ მანქანამ თითქოს უცნაური ხმის გამოცემა დაიწყო.

თავიდან ვერ მივხვდით, რა შეიძლებოდა მოსვლოდა სრულიად გამართულ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილს, ბოლოს, როცა პარკს მივუახლოვდით და მანქანა გავაჩერეთ, მხოლოდ მაშინ შევამჩნიეთ სამი დაზიანებული საბურავი. ეს იყო სრულიად მოულოდნელი შოკი ორივესთვის, რადგან წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ რა შეიძლება დამართოდა საბურავებს, როგორ შეიძლება ისე დაზიანებულიყო, ვერაფერი გაგვეგო, ან უკან როგორ უნდა დავბრუნებულიყავით.

თავიდან ვიფიქრეთ საბურავები შეგვეცვალა, თუმცა წვიმისგან დასველება და მანქანიდან გადმოსვლაც კი არ გვინდოდა. ბოლოს, მაინც გადმოვედით და დავიწყეთ სათადარიგო საბურავებით შეცვლა, თუმცა ნერვიულობის ფონზე ვერ მივხვდით, რომ ორი საბურავი მანქანას არ ეყოფოდა. ამ ყველაფერმა დაგვაკარგვინა დრო, ენერგია, დაგვესვარა საქორწილო ჩაცმულობა და ის ხალისი, რაც მთელი დღის განმავლობაში თან გვდევდა თითქოს გაუფერულდა და გაქრა. თუმცა, უნდა ვაღიარო, ჩემი მეუღლის ცივი გონებით მოქმედება ყოველთვის მაკვირვებდა. მას ყოველთვის შეეძლო, ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში ან მძიმე მომენტში ეპოვა საუკეთესო გადაწყვეტილება და ჩემი ხასიათი არასდროს გაეფუჭებინა.

ასეთი რა მოიფიქრა?

ასე მოიფიქრა ჩემმა მეუღლემ, რომ გვესარგებლა ევაკუატორის გამოძახების სერვისით. მთავარი, რის გამოც ევაკუატორის გამოძახება გადავწყვიტეთ, იყო ის, რომ ნაქირავებ მანქანას გაფუჭებულ მდგომარეობაში და წვიმაში ადგილზე ვერ დავტოვებდით, არც ის გვინდოდა რომ ცალკე ჩვენ წავსულიყავით ტაქსით. საბოლოოდ, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეთ რომ ამ მანქანაში ჩამსხდარიყავით და ევაკუატორის ავტომობილით მივსულიყავით ქორწილში.

ეს წარმოუდგენელ და გიჟურ იდეად მოგვეჩვენა. არასდროს გვიფიქრია აქამდე, რომ ევაკუატორით მივსულიყავით ჩვენს ზღაპრულ საქორწილო წვეულებაზე. თუმცა, მაშინ ვერც გავიაზრეთ, თუ რამდენად ორიგინალური და საინტერესო გადაწყვეტილება იყო იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ჩვენ დაგვემართა.

ჩემმა მეუღლემ სწრაფად იპოვა ევაკუატორი გამოძახებით ინტერნეტში განთავსებული განცხადების საფუძველზე. ევაკუატორის მძღოლი აღმოჩნდა საკმაოდ გულისხმიერი ადამიანი, როდესაც გაიგო რომ ქორწილის დღეს ეს გაუთვალისწინებელი ამბავი დაგვემართა თავად შემოგვთავაზა ადგილზე მოსულმა, პირდაპირ ქორწილის წვეულებაზე მიყვანა. რადგან უკვე ძალიან ვაგვიანებდით, ევაკუატორის მძღოლი დაგვეხმარა ადგილზე მალე მისვლასა და შემდეგ ავტომობილის შესაკეთებელ ცენტრში გადაყვანაში.

ქორწილის წვეულებაზე მისვლამდე გზად მყოფი ცას ავყურებდი და ვხედავდი, რომ ღრუბლები ერთიანად გამქრალიყვნენ და ცას მზის სხივები ანათებდა. ეს ნიშანი იყო, რომ ყველაფერი მარტივად მოგვარდა. არ ვიცი, ალბათ, სამყარო და ბუნება დაგვეხმარა მე და ჩემს მეუღლეს საქორწინო ზეიმის ბედნიერად დასრულებაში.

საქორწილო წვეულებაზე მისულებს, ადგილზე დაგხვდა ძალიან ბევრი სტუმარი, რომლებიც ნერვიულობდნენ ჩვენი დაგვიანების გამო. თუმცა, როდესაც დაგვინახეს ევაკუატორზე მდგარ ავტომობილში, ოვაციებით შეგვხვდნენ. მე თუ მკითხავთ, ეს იყო ყველაზე ორიგინალური და გიჟური იდეა, რაც ჩემს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მოხდა. სტუმრებთან ერთად გადავიღეთ არაერთი ფოტო და ჩვენი ქორწილის ფოტო ალბომი ამ ლამაზი სურათებით შეიკრა.

ახლა, თვეების შემდეგ, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, ვხვდები როგორ გამიმართლა, რომ რთული მდგომარეობიდან მარტივად ვიპოვეთ გამოსავალი. რომ არა ევაკუატორი გამოძახებით სერვისის, პროფესიონალი და გამოცდილი მძღოლის მარტივად მოძებნა, ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევდა ადგილზე ყოფნა, წვიმისგან დასველება და ქორწილიც ისეთ ხიბლს ვერ შეიძენდა, როგორც ეს მაშინ მოხდა.

დღეს, ქორწილის დაგეგმვამდე ყველას ვურჩევ, პირველ რიგში, ამინდის პროგნოზი შეამოწმონ, სწორად შეარჩიონ ავტომობილი და გამოსცადონ მისი გამართულობა, და თუ მაინც, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, ევაკუატორის გამოძახების ნომერი ტელეფონში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
როგორ განისაზღვრება ტემპერატურა პლანეტაზე და რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას
როგორ განისაზღვრება ტემპერატურა პლანეტაზე და რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას
"ძლიერმა მიწისძვრამ შესაძლოა, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ზღვის დონე "დრამატულად" აამაღლოს" - კვლევა
"ძლიერმა მიწისძვრამ შესაძლოა, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ზღვის დონე "დრამატულად" აამაღლოს" - კვლევა
პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა - 18-19 მაისის ამინდის პროგნოზი
პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა - 18-19 მაისის ამინდის პროგნოზი

კილომეტრი
მილი
USD
GEL