Sunday, 06 April
Wind Speed:
13 kph, WSW
Pressure:
101.10 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
19°
20°
WSW
34 %
13 kph
101.10 kpa
16 km
04 Apr | 05 Apr | ||
1 USD | 2.7599 | 2.7576 | -0.08% |
1 EUR | 3.0569 | 3.0438 | -0.43% |
100 RUB | 3.2807 | 3.2697 | -0.34% |
საბერძნეთში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყნის რამდენიმე კუნძულზე ძლიერი წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა, რამაც სერიოზული წყალდიდობები გამოიწვია და ქვეყანას დიდი ზიანიც მიაყენა.
ნალექმა განსაკუთრებით რამდენიმე კუნძული დააზიანა. მათ შორისაა: პაროსი, მიკონოსი, კრეტა და როდოსი.
კუნძულ პაროსზე 80 მმ-მდე ნალექი მოვიდა მოკლე პერიოდში. შედეგად დაიტბორა ქუჩები, მანქანები წყალმა წაიღო. სოფელ ნაოუსაში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. საგანგებო სამსახურის წარმომადგებლებმა 13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
ძლიერი წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა მიკონოსზეც, რადაც ქუჩები დაიტბორა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
კრეტაზე, განსაკუთრებით ხანიას პორტში, ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი ნალექი დაფიქსირდა. მაშველებმა გადაარჩინეს 7 ადამიანი, რომლებიც მანქანებში იყვნენ ჩარჩენილი წყალდიდობის გამო.
როდოსზე ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად წაიქცა რამდენიმე ხე და დაზიანდა მანქანები.
ამინდის გაუარესებამ გამოიწვია სკოლების დახურვა და ტრანსპორტის შეფერხება. ადგილობრივი ხელისუფლება და საგანგებო სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ზარალის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად.
კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან
რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.