Wednesday, 02 April
Wind Speed:
8 kph, SE
Pressure:
101.70 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
14°
12°
SE
69 %
8 kph
101.70 kpa
16 km
01 Apr | 02 Apr | ||
1 USD | 2.7648 | 2.7632 | -0.06% |
1 EUR | 2.9890 | 2.9848 | -0.14% |
100 RUB | 3.2460 | 3.2640 | 0.55% |
მიანმარში, სადაც 28 მარტს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, კვლავ საგანგაშო მდგომარეობაა. ქვეყანაში სამაშველო ოპერაციები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. გზები პარალიზებულია, რაც დახმარების დროულად გაწევის შესაძლებლობას ართულებს. მეორე მხრივ, პანიკაშია მოსახლეობა, რომელიც დროებით ბანაკებში აფარებს თავს
მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს, პარასკევს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ცენტრალურ მიანმარში, თუმცა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ტაილანდში, ლაოსში, ბანგლადეშსა და ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში.
მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 60 კმ დაფიქსირდა. მას მოჰყვა რამდენიმე განმეორებითი ბიძგი, რომელთა სიმძლავრეც 5.5-დან 6.2-მდე მერყეობდა.
მიწიძვრის შედეგად დაღუბულთა რიცხვი რამდენიმე ათეულია, დაზარალებული კი ათასობით ადამიანია. გარდა ამისა, დანგრეულია ისტორიული და რელოგიური ნაგებობები, გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები. ნგრევა ძალიან მასშტაბურია. ყველაზე მძიმედ დაზარალდა მანდალაი და საგაინგის რეგიონები, რომლებიც მიანმარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მანდალაიში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ხოლო საგაინგში ისტორიული ბუდისტური ტაძრები დაზიანდა.
მიანმარი აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს, რადგან მისი ტერიტორია მდებარეობს ინდოეთის და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეჯახების ზონაში. რეგიონში ხშირია მიწისძვრები, თუმცა არა ასეთი სიმძლავრის.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.