Tbilisi

Saturday, 13 September

17°

Hourly Forecast

5 Hours
17°
6 Hours
17°
7 Hours
16°
8 Hours
17°
9 Hours
18°

Wind and pressure

Wind Speed:

18 kph, NNW

Pressure:

101.80 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

18°

17°

NNW

77 %

18 kph

101.80 kpa

16 km

Official course
12 Sep 13 Sep
1 USD 2.6939 2.7002 0.23%
1 EUR 3.1473 3.1679 0.65%
100 RUB 3.1523 3.2114 1.87%
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ცივი ზამთრის შემდეგ ტემპერატურა სწრაფად იმატებს
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ცივი ზამთრის შემდეგ ტემპერატურა სწრაფად იმატებს

საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა. ჰაერი მოკლე პერიოდში 10-15 გრადუსით გათბა, რაც ზაფხულის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუმცა ამავდროულად, დიდი სტრესია ორგანიზმისთვის.

როდესაც ზამთრის სიცივის შემდეგ ტემპერატურა სწრაფად იმატებს, ადამიანის ორგანიზმს სწრაფი ადაპტაცია უწევს, რაც მის ზოგად ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. შეგვიძლია ვისაუბროთ რამდენიმე მიმართულებით გავლენაზე, რაც განსაკუთრებით შესაჩნევია ყოველდღიურ ცხოვრებაში:

თერმორეგულაცია

ზამთარში ორგანიზმი “სიცივესთან შეგუების მექანიზმებს” იყენებს. უეცრად დათბობისას კი ეს მექანიზმები ნაკლებად ეფექტური ხდება, რადგან სასიცოცხლო ორგანოების ტემპერატურა იმატებს და სისხლის მიმოქცევის სისტემას უწევს რომ ახალ პირობებს მოერგოს. შედეგად, იზრდება ოფლიანობა, რომ სხეულმა ზედმეტი სიცხე მოიცილოს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ტემპერატურის მატებისას სისხლძარღვები ფართოვდება, რაც არტერიულ წნევას ამცირებს. ამ დროს ხშირია ტაქიკარდია და თავბრუსხვევა. აღნიშნული ჩივილები ძირითადად ხანდაზმულ ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვისაა დამახასიათებელი.

ნერვული სისტემა და დაღლილობა

ტემპერატურის უეცარი მომატება იწვევს ბიოლოგიური რიტმების დარღვევას, რაც ხშირად ადამიანებში განწყობის ცვალებადობას, მოთენთილობას ან ძილის პრობლემებს იწვევს. ასევე, სიცხე ზრდის სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს, რაც ორგანიზმისთვის დამატებითი დატვირთვაა.

წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი

როდესაც ადამიანი უფრო მეტად ოფლიანობს, სხეული კარგავს წყალს და მნიშვნელოვან მინერალებს, მათ შორის, ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს.

იმუნური სისტემა

ორგანიზმი დროებით ხდება მეტად მოწყვლადი ინფექციების მიმართ, რადგან სწრაფ ცვლილებებზე ადაპტაციის პროცესში იმუნური სისტემა სუსტდება.

აქვე გირჩევთ, როგორ აიცილოთ თავიდან სწრაფად დათბობის უარყოფითი ეფექტი?

· მიიღეთ მეტი წყალი და ელექტროლიტები;

· მოერიდეთ პირდაპირ მზეს და გადახურებას;

· არ გადატვირთოთ ორგანიზმი მძიმე საკვებით და ალკოჰოლით;

· ატარეთ მსუბუქი, თხელი ტანსაცმელი;

· ნელ-ნელა მოერგეთ ახალ ტემპერატურას, მაგალითად, დილით და საღამოს უფრო გრილ გარემოში იყავით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
როგორ მოემზადოთ შემოდგომისთვის, თუ ასთმა და სხვა სუნთქვითი პრობლემები გაწუხებთ
როგორ მოემზადოთ შემოდგომისთვის, თუ ასთმა და სხვა სუნთქვითი პრობლემები გაწუხებთ
საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი
საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი
ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობაა - ქარიშხალი „კიკო“ კუნძულებს უახლოვდება
ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობაა - ქარიშხალი „კიკო“ კუნძულებს უახლოვდება
რა ხდება, როცა 1 კვირაზე მეტი გადაბმულად წვიმს?
რა ხდება, როცა 1 კვირაზე მეტი გადაბმულად წვიმს?

კილომეტრი
მილი
USD
GEL