თბილისი

შაბათი, 14 ნოემბერი

9°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

9 საათი
10°
10 საათი
12°
11 საათი
13°
12 საათი
15°
13 საათი
17°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

13 kph, NW

წნევა:

102.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

11°

7°

NW

76 %

13 kph

102.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
13 ნოე 14 ნოე
1 USD 2.5935 2.5934 -0.0%
1 EUR 2.8793 2.8649 -0.5%
100 RUB 3.1341 3.1540 0.63%
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი დაშლას იწყებს - რას ამბობენ სპეციალისტები
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი დაშლას იწყებს - რას ამბობენ სპეციალისტები

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ცნობილია როგორც A23a, დაშლას იწყებს. იგი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უედელის ზღვის ცენტრალურ ნაწილში იმყოფებოდა. თუმცა, 2023 წლის გაზაფხულზე, როდესაც ანტარქტიდაში ზამთარი იყო, აისბერგმა ყინულის კიდეებისკენ აქტიური მოძრაობა დაიწყო.

აისბერგი იწონის დაახლოებით ერთ ტრილიონ ტონას - 100 მილიონჯერ უფრო მძიმე ვიდრე ეიფელის კოშკი და მოძრაობს დღეში დაახლოებით 30 მილის სიჩქარით.

4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს (ფსკერის მცირესიღრმიანი უბანი, რომელიც ნაპირისგან გამოყოფილია ღრმა წყლით) წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა.

ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი, შესაძლოა, კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.

თუ ის კიდევ უფრო დაიშლება, გაცილებით ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის ველურ ბუნებას, რადგან ცხოველებს შეუძლიათ მანევრირება მცირე ნაწილებს შორის.

დოქტორი ენდრიუ მეიჯერსი, BAS-ის ოკეანოგრაფი ამბობს: "ამაღელვებელია, რომ ნახოთ ის კვლავ მოძრაობაში, გაჭედვის შემდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, გაივლის თუ არა ის იმავე მარშრუტს, რომელიც გაიარეს სხვა დიდმა აისბერგებმა, რომლებიც ანტარქტიდას ჩამოშორდნენ".

უედელის ზღვის აისბერგების უმეტესობის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ A23a ანტარქტიდის ცირპოლარული დინებასთან ერთად გადაინაცვლებს და საბოლოოდ სამხრეთ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდება. საბოლოოდ, ისევე როგორც ყველა აისბერგი, ის დადნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ძლიერი შტორმები ესპანეთსა და პორტუგალიაში — წყალდიდობისა და ქარიშხლის საფრთხე იბერიის ნახევარკუნძულზე
ძლიერი შტორმები ესპანეთსა და პორტუგალიაში — წყალდიდობისა და ქარიშხლის საფრთხე იბერიის ნახევარკუნძულზე
რა არის სიცხის ინდექსი და რატომ შეიძლება 30 გრადუსი 40 გრადუსად აღვიქვათ?
რა არის სიცხის ინდექსი და რატომ შეიძლება 30 გრადუსი 40 გრადუსად აღვიქვათ?
შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ამინდის ცვლილების წინასწარ შეგრძნება? - რას ამჩნევენ ისინი ჩვენზე ადრე
შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ამინდის ცვლილების წინასწარ შეგრძნება? - რას ამჩნევენ ისინი ჩვენზე ადრე

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL