თბილისი

პარასკევი, 24 იანვარი

6°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

22 საათი
5°
23 საათი
4°
21 საათი
5°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, W

წნევა:

102.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

7°

6°

W

56 %

6 kph

102.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
24 იან 25 იან
1 USD 2.8627 2.8834 0.72%
1 EUR 2.9821 3.0247 1.43%
100 RUB 2.8938 2.9464 1.82%
სად ვნახოთ ჩრდილოეთის ციალი იანვარში - საუკეთესო ადგილები და რჩევები აურორაზე დასაკვირვებლად
სად ვნახოთ ჩრდილოეთის ციალი იანვარში - საუკეთესო ადგილები და რჩევები აურორაზე დასაკვირვებლად

ჩრდილოეთის ციალი იგივე "აურორა" ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ფენომენია, რომლის ნახვაც იანვარშია შესაძლებელი. ზოგადად, ჩრდილოეთის ციალის სანახავად საუკეთესო დრო ზამთრის ღამეებია, როდესაც ცა ბნელია და მოწმენდილია.

აურორას ნახვა რამდენიმე ქვეყანაში განსაკუთრებით ნათლადაა შესაძლებელი. გაგაცნობთ მათ:

ტრომსო, ნორვეგია

ტრომსო ჩრდილოეთის ციალის სანახავად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. მისი მდებარეობა არქტიკულ წრეში და კარგი ტურისტული ინფრასტრუქტურა იდეალურ პირობებს ქმნის აურორას სანახავად. ამ ქალაქში აურორას რეგულარული ტურები ეწყობა.

ლოფოტენის კუნძულები, ნორვეგია

ნორვეგიის ეს მხარე საოცარ ბუნებრივ პეიზაჟებს გთავაზობთ. ჩრდილოეთის ციალს განსაკუთრებულ ხიბლს ზღვის სანაპიროებისა და მთების ერთობლიობა სძენს.

ლაპლანდია, ფინეთი

ფინეთის ჩრდილოეთი რეგიონი, განსაკუთრებით ქალაქები როვანიემი და კიტილა, ცნობილია აურორას შესანიშნავი ხედებით. აქ შეგიძლიათ დარჩეთ ესკიმოსების საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც მინისაა და იქიდან დააკვირდეთ ციალს.

კირუნა, შვედეთი

შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე ეს ქალაქი შესანიშნავი ადგილია ჩრდილოეთის ციალის დასანახად. აქვე მდებარეობს მსოფლიოში პირველი ყინულის სასტუმრო, რაც ასევე საოცარად შთამბეჭდავია.

აბისკო, შვედეთი

ეს გახლავთ ეროვნული პარკი, რომელსაც ხშირად „ჩრდილოეთის ციალის დედაქალაქს“ უწოდებენ.

რეიკიავიკი, ისლანდია

ისლანდიის დედაქალაქიდან ცოტა მოშორებით ვიზიტორებს ჩრდილოეთის ციალის ხილვის საოცარი შესაძლებლობა აქვთ. აქ მდებარე ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

აკურეირი, ისლანდია

თუ აურორას ნახვა უფრო მშვიდი ადგილიდან გსურთ, მაშინ აკურეირი საუკეთესო ლოკაციაა.

ალასკა, აშშ

ალასკის ქალაქი ფერბენქსი მსოფლიოში ცნობილია ჩრდილოეთის ციალის სანახავად. აქ ტურისტებისთვის მოწყობილია აურორას საყურებელი ადგილები.

აქვე გთავაზობთ რჩევები ციალის სანახავად:

1. ციალის სანახავად საუკეთესო დრო არის ღამის 10:00-დან 2:00 საათამდე.

2. ციალის კარგად დასანახად რაც შეიძლება ჩაბნელებული ადგილი შეარჩიეთ.

3. ცა აუცილებლად მოწმენდილი უნდა იყოს.

4. გამოიყენეთ აურორას პროგნოზირების აპლიკაციები, როგორიცაა My Aurora Forecast.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
6,9 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა და ცუნამის საფრთხე - რა ხდება იაპონიაში?
6,9 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა და ცუნამის საფრთხე - რა ხდება იაპონიაში?
ძლიერი ქარის შედეგად ლოს-ანჯელესში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
ძლიერი ქარის შედეგად ლოს-ანჯელესში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
თბილისში უახლოეს დღეებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
თბილისში უახლოეს დღეებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს

კილომეტრი
მილი
USD
GEL