თბილისი

ხუთშაბათი, 21 მაისი

18°
ნაწილობრივ მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

21 საათი
16°
22 საათი
16°
23 საათი
15°
20 საათი
18°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

17 kph, WNW

წნევა:

100.90 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

18°

18°

WNW

67 %

17 kph

100.90 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
21 მაი 22 მაი
1 USD 2.6751 2.6750 -0.0%
1 EUR 3.1034 3.1043 0.03%
100 RUB 3.7598 3.7830 0.62%
ინდური კომპანია კოსმოსური სახლის დიზაინს ცდის
ინდური კომპანია კოსმოსური სახლის დიზაინს ცდის

შე­იძ­ლე­ბა ეს კვერ­ცხის ფორ­მის სტრუქ­ტუ­რა იყოს ინ­დო­ე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბის მო­მა­ვა­ლი სახ­ლი მთვა­რე­სა თუ მარსზე? - აღ­ნიშ­ნულ კი­თხვას Habitat-1 - შე­მოკ­ლე­ბით Hab-1 პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც არის ინ­დო­ე­თის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო Isro-ს პირ­ვე­ლი მი­სია. ის ას­ტრო­ნავ­ტებს ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში, კოს­მო­სუ­რი პი­რო­ბე­ბის სი­მუ­ლა­ცი­ა­ში აცხოვ­რებს და მო­მა­ვა­ლი, რე­ა­ლუ­რი მი­სი­ე­ბის­თვის ამ­ზა­დებს.

ინ­დო­ეთ­ში, კერ­ძოდ გუ­ჯა­რათ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია Aaka-ს კოს­მო­სურ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა კაჩა ჯა­ლამ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი ხელს უწყობს პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და გა­დაჭ­რას, რაც ას­ტრო­ნავ­ტებ­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა კოს­მოს­ში შე­ექ­მნას.

რაც შე­ე­ხე­ბა კოს­მო­სურ სახ­ლს, ის დამ­ზა­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან, აქვს სა­წო­ლი, გა­საშ­ლე­ლი უჯრა, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნაკ­რე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და ტუ­ა­ლე­ტი. ას­ტრო­ნავტმა სი­მუ­ლა­ცი­ა­ში, ამ კომ­პლექსში სამი კვი­რა იცხოვ­რა.

"Hab-1 შექ­მნი­ლია იმ იდე­ით, რომ მთვა­რე­ზე ან მარსზე სივ­რცე ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა. ას­ტრო­ნავტს ასე­ვე ექ­ნე­ბათ ძა­ლი­ან ცოტა წყა­ლი, ამი­ტომ ჩვენ და­ვაპ­რო­ექ­ტეთ მშრა­ლი ტუ­ა­ლე­ტი. დავ­ნერ­გეთ ნარ­ჩე­ნე­ბის სა­თა­ნა­დო გან­თავ­სე­ბის სის­ტე­მა და უზ­რუნ­ველ­ყა­ვით უსუ­ნო გა­რე­მო", - თქვა კაჩა-ჯა­ლამ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­მუ­ლა­ცია უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა იმ ფონ­ზე, რომ ინ­დო­ე­თი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბის კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა. მი­სია გეგ­მავს სამი ას­ტრო­ნავ­ტის გან­თავ­სე­ბას დე­და­მი­წის და­ბალ ორ­ბი­ტა­ზე, 400 კმ სი­მაღ­ლე­ზე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თე­ბა, მი­სია მო­მა­ვალ წელს და­ი­წყე­ბა.

ინ­დო­ე­თი ასე­ვე გეგ­მავს 2035 წლის­თვის თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რის შექ­მნას და 2040 წლის­თვის მთვა­რე­ზე ადა­მი­ა­ნის გაგ­ზავ­ნას. ლა­და­ქის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის პრო­ფე­სორ სუ­ბარტ შარ­მას გან­ცხა­დე­ბით, და­სავ­ლეთ ჰი­მა­ლა­ი­სა და ინ­დო­ე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე მთი­ა­ნი უდაბ­ნო ლა­და­ქი ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩა, რად­გან “გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, მისი კლდო­ვა­ნი, უნა­ყო­ფო რე­ლი­ე­ფი და ნი­ა­და­გი მარ­სის ან მთვა­რის ზე­და­პირს ჰგავს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორ წარმოიქმნება ქარი და რატომ არის ის მაისში განსაკუთრებით ხშირი?
როგორ წარმოიქმნება ქარი და რატომ არის ის მაისში განსაკუთრებით ხშირი?
კლიმატის ცვლილება: რატომ არ არის ეს მხოლოდ „ბუნების დაცვა“ და როგორ შეეხება ის თითოეულ ჩვენგანს?
კლიმატის ცვლილება: რატომ არ არის ეს მხოლოდ „ბუნების დაცვა“ და როგორ შეეხება ის თითოეულ ჩვენგანს?
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოში კვლავ გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში კვლავ გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

კილომეტრი
მილი
USD
GEL