თბილისი

ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი

14°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
14°
9 საათი
14°
10 საათი
14°
11 საათი
15°
12 საათი
15°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, E

წნევა:

102.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

17°

14°

E

87 %

7 kph

102.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
27 ოქტ 28 ოქტ
1 USD 2.5966 2.5960 -0.02%
1 EUR 2.9082 2.8943 -0.48%
100 RUB 3.2221 3.2175 -0.14%
ევროპის 10 საუკეთესო მიმართულება 2024 წლის შემოდგომისთვის
ევროპის 10 საუკეთესო მიმართულება 2024 წლის შემოდგომისთვის

სლოვენიის მყუდრო ქალაქი დასახელდა ამ შემოდგომაზე ევროპის საუკეთესო მიმართულებად.

გავლენიანმა ტურისტულმა სააგენტომ European Best Destinations სლოვენიის ქალაქი მარიბორი ევროპის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა ამ შემოდგომისთვის – წლის პერიოდში, რომელსაც ბევრი მოგზაური საუკეთესო დროად თვლის პოპულარული ტურისტული ქალაქების შესასწავლად.

როგორც ახალი კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სექტემბრის შუა პერიოდიდან მარიბორის შემომყოფი ვენახების ფოთლები ყველაზე ლამაზ ფერებში იფარება. ამავდროულად, ქალაქის ცენტრში უკვე თითქმის ხუთი საუკუნეა იზრდება მსოფლიოში უძველესი ვაზის ჯიში (ეს ოფიციალურად დარეგისტრირებულია გინესის რეკორდების წიგნში) და ეს ერთადერთი მცენარეა, რომელსაც თავისი მუზეუმი აქვს – ძველი ვაზის სახლი.

გარდა ამისა, მარიბორი ითვლება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კულინარიულ მიმართულებად – ეს იდეალური ადგილია მოგზაურობისთვის, თუ თქვენ ეძებთ ავთენტურობას, უნიკალურ ადამიანურ გამოცდილებას, თბილ შეხვედრებს და სასიამოვნო აღმოჩენებს ევროპის გულში. ასევე, მარიბორს, რომლის მოსახლეობა 100 ათასზე ნაკლებია, აქვს ბედნიერი და სტუმართმოყვარე ქალაქის რეპუტაცია, რომელიც მასპინძლობს მრავალ საერთაშორისო კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში.

ტოპ 10 მიმართულება კი ასე გამოიყურება:

  1. მარიბორი, სლოვენია
  2. კაპადოკია, თურქეთი
  3. სევილია, ესპანეთი
  4. ფლორენცია, იტალია
  5. გრანადა, ესპანეთი
  6. პლიტვიცის ტბები, ხორვატია
  7. სან-ანდრესი, ტენერიფეს კუნძული, ესპანეთი
  8. ლუგანო, შვეიცარია
  9. ბუდაპეშტი, უნგრეთი
  10. ბოდრუმი, თურქეთი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ამაზონში ხანძრების რაოდენობა 253%-ით გაიზარდა - ცეცხლის კერები 36 მუნიციპალიტეტს მოედო
ამაზონში ხანძრების რაოდენობა 253%-ით გაიზარდა - ცეცხლის კერები 36 მუნიციპალიტეტს მოედო
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL