თბილისი

სამშაბათი, 08 სექტემბერი

18°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

21 საათი
18°
22 საათი
18°
23 საათი
17°
20 საათი
20°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

33 kph, NW

წნევა:

101.90 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

18°

18°

NW

51 %

33 kph

101.90 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
08 სექ 09 სექ
1 USD 2.6128 2.6114 -0.05%
1 EUR 3.0374 3.0318 -0.18%
100 RUB 3.0271 3.0289 0.06%
მექაში გაუსაძლისი სიცხის გამო დაღუპულ პილიგრიმთა რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს
მექაში გაუსაძლისი სიცხის გამო დაღუპულ პილიგრიმთა რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს

მექაში ჰაჯის დროს დაღუპულთა რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს. პილიგრიმთა დაღუპვის მიზეზი საუდის არაბეთში გაუსაძლისი სიცხეა. ბოლო ინფორმაციით, იმ ადგილებში სადაც მომლოცველები არიან ჰაერის ტემპერატურა 52 გრადუსია.

ზოგიერთი მედია წერს, რომ დაღუპულთა რიცხვმა 1081-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ პირებს დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ეგვიპტელია.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში არაფერს ამბობენ გარდაცვლილებზე, თუმცა აცხადებენ რომ მიმდინარეობს ჰაჯის დროს დაკარგული ეგვიპტელების სამძებრო სამუშაოები.

საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2000-ზე მეტ მომლოცველს სიცხის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ, თუმცა ეს რიცხვი კვირა დღის შემდეგ აღარ განახლებულა.

ჰაჯის პილიგრიმობა ისლამის რელიგიაში ხუთი ძირითადი ბურჯიდან ერთ-ერთია და ყველა მუსლიმანმა, ვისაც შეუძლია, ის სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს სიცოცხლეში.

კლიმატის ცვლილების გამო, ამ რიტუალის შესრულება სულ უფრო რთულდება. საუდის არაბეთში გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რიტუალების შესრულების ადგილას ტემპერატურა ყოველ ათწლეულში 0.4 გრადუსით იზრდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა და წყალდიდობის საფრთხეა
მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა და წყალდიდობის საფრთხეა
ევროპაში სიცხე იკლებს, მაგრამ საფრთხეები არ ქრება - რას უნდა ველოდოთ სექტემბერში
ევროპაში სიცხე იკლებს, მაგრამ საფრთხეები არ ქრება - რას უნდა ველოდოთ სექტემბერში
გაიგეთ, როდემდე გაუარესდება ამინდი საქართველოში
გაიგეთ, როდემდე გაუარესდება ამინდი საქართველოში
5 ქალაქი ევროპაში, სადაც სექტემბერში მოგზაურობისთვის საუკეთესო ამინდია
5 ქალაქი ევროპაში, სადაც სექტემბერში მოგზაურობისთვის საუკეთესო ამინდია

კილომეტრი
მილი
USD
GEL