თბილისი

ხუთშაბათი, 19 ივნისი

16°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
18°
9 საათი
20°
10 საათი
22°
11 საათი
23°
12 საათი
25°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

33 kph, NW

წნევა:

101.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

18°

16°

NW

72 %

33 kph

101.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
18 ივნ 19 ივნ
1 USD 2.7283 2.7276 -0.03%
1 EUR 3.1553 3.1373 -0.57%
100 RUB 3.4711 3.4814 0.3%
"მსოფლიო ჯოჯოხეთური კლიმატის გზაზეა, რადგან პლანეტა ბოლო 12 თვეა უპრეცედენტო სიცხეს უძლებს" - გაერო-ს ხელმძღვანელი
"მსოფლიო ჯოჯოხეთური კლიმატის გზაზეა, რადგან პლანეტა ბოლო 12 თვეა უპრეცედენტო სიცხეს უძლებს" - გაერო-ს ხელმძღვანელი

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის Copernicus-ის ახალი მონაცემების თანახმად, პლანეტა "შოკისმომგვრელ" ახალ ეტაპზეა, რადგან ბოლო 12 თვის განმავლობაში უპრეცედენტო სიცხე დაფიქსირდა.

Climate Central-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდთან შედარებით, 1,3°C-ზე მეტად მოიმატა. მეცნიერების განცხადებით, ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვა, ასევე ზოგადად, ადამიანის საქმიანობა, მსოფლიოში ტემპერატურის ზრდას ხელს უწყობს. აღსანიშნავია, რომ წელს წყნარი ოკეანის ზოგიერთ ნაწილში წყლის ტემპერატურის მომატებაც დაფიქსირდა.

კლიმატოლოგები, ადამიანთა მიერ წარმოქმნილ გლობალურ დათბობამდე, ტემპერატურის მატებას უკავშირებენ რიგ მოკლევადიან კლიმატურ მოვლენებს. კერძოდ, ელ ნინოს (ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე). მოსალოდნელია, რომ გლობალური ტემპერატურა რეკორდულ დონეზე დაბლა დაეცემა მომდევნო რამდენიმე თვეში, რადგან ელ ნინო - ბუნებრივი კლიმატის ფენომენი, რომელიც პლანეტის საშუალო ტემპერატურას ზრდის - სუსტდება.

ათობით ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსამდე (122 ფარენჰაიტი) გაიზარდა; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სასტიკმა ტემპერატურამ გამოიწვია სიკვდილი, სკოლების დახურვა და მოსავლის შემცირება. უფრო ცხელი ჰაერი იწვევს ძლიერ ნალექებს და დესტრუქციულ შტორმებს, მსგავსი შემთხვევა შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, კენიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფიქსირდა.

"კლიმატის ქაოსით გამოწვეული ექსტრემალური მოვლენები ანადგურებს სიცოცხლეს, არღვევს ეკონომიკას და ჯანმრთელობას. ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ შემთხვევაში, საფრთხე თავად ვართ", - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და კლიმატის კრიზისში მტკიცედ დაადანაშაულა წიაღისეული საწვავის კომპანიები, რომლებიც "რეკორდულ მოგებას იღებენ და სარგებლობენ გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული სუბსიდიებით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
რატომ იცვლება ზაფხულის ამინდი წლიდან წლამდე?
რატომ იცვლება ზაფხულის ამინდი წლიდან წლამდე?
რატომ სჭირდება ზაფხულში მეტი წყალი ორგანიზმს და როგორ შევინარჩუნოთ წყლის ბალანსი ცხელ დღეებში?
რატომ სჭირდება ზაფხულში მეტი წყალი ორგანიზმს და როგორ შევინარჩუნოთ წყლის ბალანსი ცხელ დღეებში?
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

კილომეტრი
მილი
USD
GEL