თბილისი

შაბათი, 28 სექტემბერი

22°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

18 საათი
21°
19 საათი
20°
20 საათი
19°
21 საათი
18°
22 საათი
17°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

13 kph, SE

წნევა:

102.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

22°

22°

SE

52 %

13 kph

102.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
27 სექ 28 სექ
1 USD 2.7285 2.7297 0.04%
1 EUR 3.0428 3.0480 0.17%
100 RUB 2.9409 2.9399 -0.03%
რამდენად ცხელი ზაფხული გველოდება? - გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე
რამდენად ცხელი ზაფხული გველოდება? - გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე

30 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით უხვი ნალექი მოვიდა. ზოგადად, წვიმიანი იყო მთლიანი მაისიც. თუმცა პერიოდულად საკმაოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. მიმდინარე ამინდისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე ყველას აინტერესებს თუ როგორი ზაფხული გველოდება. ამ საკითხზე დეტალურად გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, მაისის წვიმების შემდეგ როგორი ამინდი გამოდის, როგორი იქნება ივნისი?

ივნისი მთლიანად არის საკმაოდ თბილი, როგორც დასავლეთ, ისე - აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით მაღალია, კლიმატთან შედარებით. შავი ზღვის სანაპიროზე 21-23 გრადუსია მოსალოდნელი, კოლხეთის დაბლობზეც 22-24 გრადუსი, რაც ასევე ორი გრადუსით მაღალია. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა 19 -21 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 15-17 გრადუსი, ასევე, ერთი-ორი გრადუსით მაღალია ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში. ქართლში და კახეთში 20-23 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის მთიან რაიონებში - 18-20, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 15-16 გრადუსი იქნება. თუმცა ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, დღის ტემპერატურამ მოიმატოს კიდეც და მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროზე 33-36 გრადუსამდე ავიდეს. კოლხეთის დაბლობზე კი - 35-38 გრადუსამდე. საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა.

რადგან საშუალო ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ დღეებში მაღალი ტემპერატურა იქნება. შეიძლება ზოგან მთლად 39 გრადუსამდე არ ავიდეს, მაგრამ ცხელი დღეები იყოს ცოტა ხანგრძლივი. ცალკეულ დღეებში შეიძლება მოიმატოს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 32-35 გრადუსამდე და მაღალმთიან რაიონებში კი - 28-31 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში - 32-37 გრადუსამდე, კახეთში, შეიძლება, 38 გრადუსამდეც მიაღწიოს, ზოგიერთ დღეებში.

მათ შორის - თბილისშიც იქნება მაღალი ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოში ამ დღეებშიც შეიძლება მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს, მაგალითად 8 ივნისს 35-36 გრადუსამდე ავიდეს კოლხეთის დაბლობში ტემპერატურა. აღმოსავლეთშიც კი იმატებს, მაგრამ იქ, დაახლოებით, 32-33 გრადუსამდე. ძალიან მაღალი ტემპერატურა უფრო ივნისის შუა რიცხვების მერე იქნება, ბოლოსკენ შეიძლება დაფიქსირდეს 37-38 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოში.

მთელი მაისი წვიმიანი იყო, ახლა სრულად გამოიდარებს?

მაგალითად, 1 ივნისს ველოდებით როგორც დასავლეთ, ისე - აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერ წვიმას, ზოგან ძლიერი ქარიც იქნება, გაძლიერდება 13-22 მეტრ წამამდე და შეიძლება იყოს სეტყვაც. საკმაოდ სერიოზული შემოჭრაა. 2 ივნისიდან უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც იმატებს. შიგადაშიგ წვიმები იქნება, 10 ივნისიდან 17-მდე ისევ წვიმიანი ამინდია, როგორც დასავლეთში, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში. ცალკეულ დღეებში წვიმები კი იქნება, მაგრამ ნალექს რაც შეეხება, ძირითადად, უფრო ნორმის ფარგლებში იქნება.

კახეთში იქნება ნორმაზე ნაკლები, შიდა ქართლში და ქვემო ქართლში ნორმაზე მეტი და ზოგან - ნორმის ფარგლებში.

თოვლი დადნა? წყალდიდობის საშიშროება ხომ არ არის?

წყალდიდობის საშიშროება აღარ არის, იმიტომ, რომ ბაკურიანში, გუდაურში უკვე აღარ არის თოვლის საფარი, დამდნარია თოვლი. თოვლი აღარც ქვემოთაა და აღარც ზემოთ. თუმცა გაზაფხულზე წყალმოვარდნები იცის. როცა თოვლი დნება, საფარი დიდია და მკვეთრად მატულობს ტემპერატურა, თბება, მაშინ არის ძლიერი წყალდიდობები მოსალოდნელი, ახლა თოვლის საფარი აღარ არის და წყალდიდობა არ იქნება. წყალმოვარდნა უფრო ზაფხულშია დამახასიათებელი, უხვმა ნალექმა შეიძლება მეწყრული პროცესები გამოიწვიოს და ჩამოიტანოს ნაშალი მასალა, ძლიერმა წვიმამ აადიდოს მდინარეები, ეს ძალიან სწრაფი პროცესია და ასეთი პროგნოზი მოკლევადიანია, როცა მდინარეში წყლის დონე მომატებულია და კიდევ ძლიერ ნალექს ველოდებით, მაშინ ვარაუდობენ, რომ წყალმოვარდნების საშიშროება იქნება. ჯერჯერობით ეს საშიშროება არ არის. რადგან 1 ივნისს არის ძლიერი წვიმა მოსალოდნელი, შეიძლება პირველში იყოს საფრთხე, არ ვიცით, მდინარეებზე როგორ აისახება ეს ძლიერი წვიმა.

მთელი ზაფხული ცხელი იქნება?

ზაფხული საკმაოდ ცხელი იქნება. როგორც შარშან, დასაწყისი იყო ცოტათი გრილი, ასეც ვვარაუდობდით. ზაფხული საკმაოდ ცხელი იქნება დასაწყისიდანვე, ივნისიდანვე, ნალექები - ნორმის ფარგლებში.

ივლისი და აგვისტო კლიმატურადაც ხომ ცხელია, ამიტომ ნორმაზე მაღალი იქნება ტემპერატურაც. როგორც აღვნიშნე, ნორმის ფარგლებშია ნალექი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ პერიოდში, წვიმები შიგადაშიგ მაინც იქნება, ივლისშიც და აგვისტოშიც.

წყარო: www.kvirispalitra.ge

თეა ხურცილავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
საქართველოში ელჭექი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
საქართველოში ელჭექი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
შინაური ცხოველების მოვლა შემოდგომაზე - პრაქტიკული რჩევები
შინაური ცხოველების მოვლა შემოდგომაზე - პრაქტიკული რჩევები
საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა
საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა
ხომ არ არის ევროპაში განვითარებული სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი საქართველოშიც - სვეტლანა ნიორაძე
ხომ არ არის ევროპაში განვითარებული სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი საქართველოშიც - სვეტლანა ნიორაძე

კილომეტრი
მილი
USD
GEL