შაბათი, 07 ნოემბერი
10°
ქარის სიჩქარე:
15 kph, WNW
წნევა:
101.10 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
13°
8°
WNW
76 %
15 kph
101.10 kpa
16 km
| 06 ნოე | 07 ნოე | ||
| 1 USD | 2.5955 | 2.5949 | -0.02% |
| 1 EUR | 2.9145 | 2.8998 | -0.5% |
| 100 RUB | 3.1827 | 3.1713 | -0.36% |
დღეს, როდესაც მთელი საქართველო საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის მოლოდინშია, თბილისში ქარიანი და წვიმიანი ამინდია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროს სვეტლანა ნიორაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ უშუალოდ საფეხბურთო მატჩის დროს, რომელიც 21:00 საათზე იწყება, წვიმა შეწყდება. გთავაზობთ მის კომენტარს:
"დღეს დაიწყო დასავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელება. აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში წვიმას ველოდებით. მაღალ მთაში თოვლს. თბილისში უკვე წვიმს და თუმცა, 4-5 საათისთვის, სავარაუდოდ, შეწყდება წვიმა, წესით, ფეხბურთის დროს არ უნდა იწვიმოს და ქარი გაძლიერდეს. ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების. ძლიერი ქარია მოსალოდნელი.“
აღსანიშნავია, რომ ძლიერი ქარი თბილისში და ზოგადად საქართველოში მთელი ღამე იქროლებს და ხვალაც, მთელი დღის განმავლობაში.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.