თბილისი

კვირა, 20 აპრილი

10°

ამინდი საათების მიხედვით

3 საათი
10°
4 საათი
9°
5 საათი
9°
6 საათი
8°
7 საათი
9°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

10 kph, N

წნევა:

101.69 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

13°

11°

N

85 %

10 kph

101.69 kpa

8 km

ოფიციალური კურსი
17 აპრ 18 აპრ
1 USD 2.7523 2.7503 -0.07%
1 EUR 3.1274 3.1249 -0.08%
100 RUB 3.3392 3.3429 0.11%
ვენერაზე ჟანგბადი არსებობს - საინტერესო აღმოჩენები მზის სისტემაში, რომლებიც 2023 წელს დაფიქსირდა
ვენერაზე ჟანგბადი არსებობს - საინტერესო აღმოჩენები მზის სისტემაში, რომლებიც 2023 წელს დაფიქსირდა

მზის სისტემა მუდმივი აღმოჩენების სივრცეა. ყოველწლიურად უფრო მეტის ვიგებთ ჩვენი კოსმოსის შესახებ და ამ მხრივ არც 2023 წელი ყოფილა გამონაკლისი. გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან აღმოჩენას, რომლებიც გასულ წელს დაფიქსირდა.

მერკური იკუმშება

მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტა მერკური, რომელიც მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტაა, შესაძლოა კიდევ უფრო დაპატარავდეს. ექსპერტებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ მერკური პირველად ჩამოყალიბების დღიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2023 წლის ოქტომბერში კი დადასტურდა, რომ ის შეკუმშვას აგრძელებს.

ვენერაზე ჟანგბადი არსებობს

მკვლევრებმა ნოემბერში განაცხადეს, რომ ვენერას ატმოსფეროში ჟანგბადი უკვე მეორედ იქნა აღმოჩენილი. მოლეკულური ჟანგბადის თხელი ფენა (ჟანგბადის შეუერთებელი ატომები) დააფიქსირა NASA-ს ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერული ობსერვატორიამ, ტელესკოპით, რომელიც მიმაგრებულია დიდ თვითმფრინავზე. თუმცა, ეს ჟანგბადი არ არის სიცოცხლის ნიშანი ვენერაზე.

წელს მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ვენერას ათასობით უფრო მეტი ვულკანი აქვს, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ და მათი უმეტესობა აქტიურია.სახლთან უფრო ახლოს, ოქტომბერში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მთვარე შესაძლოა სულ მცირე 40 მილიონი წლით უფროსი იყოს, ვიდრე ადრე გვეგონა.

მთვარე უფრო ძველია, ვიდრე მიჩნეული იყო

მკვლევრებმა გამოიკვლიეს კრისტალები, რომლებიც ცნობილია როგორც ცირკონის კრისტალები, მთვარის ქანების ნიმუშებში, რომლებიც NASA-ს აპოლო 17-ის მისიამ დააბრუნა. ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს კრისტალები, რომლებიც დარჩა დედამიწასა და მარსის ზომის პლანეტას შორის კოლოსალური შეჯახების შედეგად, რომელმაც მთვარე დაბადა, უფრო ძველი იყო, ვიდრე მთვარის სხვა ნიმუშებში ნაპოვნი მსგავსი კრისტალები.

მარსის მოძრაობის სიჩქარე იზრდება

2023 წლის აღმოჩენებს შორის მნიშვნელოვანია, რომ წითელი პლანეტის ბრუნი ყოველწლიურად უფრო და უფრო სწრაფი ხდება. თუმცა მეცნიერებს ამის დასაბუთებული ახსნა არ აქვთ.

იუპიტერს არაერთი ახალი თანამგზავრი აღმოაჩნდა

მეცნიერებმა დაადასტურეს იუპიტერის ირგვლივ 12 ახალი მთვარის არსებობა, რამაც პლანეტის თანამგზავრების რაოდენობა 92-მდე გაზარდა. ეს კი პლანეტების თანამგზავრების ახალი რეკორდი იყო.

სატურნი თანამგზავრების რაოდენობით ახალი რეკორდსმენი გახდა

იუპიტერმა დიდი ხნით ვერ შეძლო რეკორდსმენის პოზიციის შენარჩუნება, რადგან გასულ წელს მეცნიერებმა ოფიციალურად დაამატეს 62 ახალი თანამგზავრი რგოლიანი პლანეტის სიას, რითაც მისი ჯამი 145-მდე გაიზარდა და ახალი რეკორდი დაამყარა, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ იუპიტერმა კვლავ მოხსნას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
2-3 აპრილს კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
2-3 აპრილს კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
შეზღუდვები უამინდობის გამო - გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია
შეზღუდვები უამინდობის გამო - გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია

კილომეტრი
მილი
USD
GEL