ბორჯომი

კვირა, 01 ნოემბერი

11°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

23 საათი
11°
22 საათი
11°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, SE

წნევა:

102.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

14°

11°

SE

92 %

7 kph

102.30 kpa

11 km

ოფიციალური კურსი
30 ოქტ 31 ოქტ
1 USD 2.5959 2.5992 0.13%
1 EUR 2.8934 2.9116 0.63%
100 RUB 3.2227 3.2307 0.25%
ურანისა და ნეპტუნის ახალაღმოჩენილ თანამგზავრებს ბერძნული მითოლოგიისა და შექსპირის პიესების გმირების სახელები დაერქმევა
ურანისა და ნეპტუნის ახალაღმოჩენილ თანამგზავრებს ბერძნული მითოლოგიისა და შექსპირის პიესების გმირების სახელები დაერქმევა

მზის სისტემამ ახლახან მიიღო სამი ახალი ოფიციალური ბინადარი - პაწაწინა მთვარეების ტრიო, რომელთაგან ერთი ბრუნავს ურანის ორბიტაზე და კიდევ ორი ​​- ნეპტუნის გარშემო. მათი არსებობა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაადასტურა.

ახალ სამეულს, რომელსაც ამ ეტაპზე რიცხობრივი აღნიშვნები მიენიჭა, უახლოეს მომავალში ფორმალური სახელები მიენიჭება. ისინი ლიტერატურითა და მითოლოგიით იქნება შთაგონებული.

ურანის თანამგზავრის დიამეტრი 8 კილომეტრია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პატარა თანამგზავრად აქცევს მზის სისტემის რვა პლანეტის გარშემო. ურანის თანამგზავრების საერთო რაოდენობას ის 28-მდე გაზრდის. თანამგზავრს პლანეტის გარშემო წრის გასაკეთებლად 680 დღე სჭირდება. სავარაუდოა, რომ ურანის სხვა თანამგზავრების მსგავსად მასაც უილიამ შექსპირის პიერების პერსონაჟების სახელები მიენიჭება. ამჟამად ცნობილია თანამგზავრები სახელად ტიტანია, ობერონი და პაკი.

რაც შეეხება, ნეპტუნის ახალ თანამგზავრებს, ისინი 23 და 14 კმ სიგანისაა. მოზრდილ თანამგზავრს მზის ყველაზე შორეული პლანეტის გარშემო წრის გასაკეთებლად 9 წელი სჭირდება, უფრო პატარას კი - 27 წელი. ნეპტუნის სხვა „მთვარეების“ მსგავსად, ახლად აღიარებულ სხეულებს ნერეიდების, ბერძნული მითოლოგიიდან ზღვის ღმერთის ნერეუსის ქალიშვილების სახელები მიენიჭება.

ახალი ტრიო არ არის ერთადერთი სიახლე, რომელიც ახლახან აღმოაჩინეს. 2023 წლის თებერვალში, IAU-მ დაადასტურა იუპიტერის ირგვლივ 12 ახალი თანამგზავრი, რითაც მათი ჯამი 92-მდე გაიზარდა. ასევე გასული წლის მაისში, IAU-მ დაადასტურა 62 თანამგზავრი სატურნის ირგვლივ, რამაც მათი საერთო რაოდენობა 145-ს მიაღწია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ევროპაში ძლიერი წვიმები არ წყდება - ესპანეთიდან საფრანგეთამდე წყალდიდობის საფრთხეა
ევროპაში ძლიერი წვიმები არ წყდება - ესპანეთიდან საფრანგეთამდე წყალდიდობის საფრთხეა
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL