თბილისი

სამშაბათი, 09 დეკემბერი

4°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

5 საათი
3°
6 საათი
3°
7 საათი
3°
8 საათი
3°
9 საათი
4°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, NNW

წნევა:

102.08 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

3°

1°

NNW

95 %

7 kph

102.08 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
06 დეკ 09 დეკ
1 USD 2.7005 2.7005 0.0%
1 EUR 3.1461 3.1458 -0.01%
100 RUB 3.5494 3.5158 -0.95%
დღეს და ხვალ საქართველოში სითბო შენარჩუნდება
დღეს და ხვალ საქართველოში სითბო შენარჩუნდება

8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 8-9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება, 9 იანვრიდან კი გაწვიმდება და აცივდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 8 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 9 იანვრიდან კი ნალექიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-8 იანვარს უმეტესედ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 9 იანვარს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
10 000-წლიანი ძილის შემდეგ ეთიოპიაში უდიდესმა ვულკანმა გაიღვიძა
10 000-წლიანი ძილის შემდეგ ეთიოპიაში უდიდესმა ვულკანმა გაიღვიძა
საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ჯერ ყინვა არაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ჯერ ყინვა არაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
თბილი ზამთარი — კომფორტი თუ საფრთხე?
თბილი ზამთარი — კომფორტი თუ საფრთხე?

კილომეტრი
მილი
USD
GEL