თბილისი

სამშაბათი, 09 დეკემბერი

4°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

5 საათი
3°
6 საათი
3°
7 საათი
3°
8 საათი
3°
9 საათი
4°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, NNW

წნევა:

102.08 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

3°

1°

NNW

95 %

7 kph

102.08 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
06 დეკ 09 დეკ
1 USD 2.7005 2.7005 0.0%
1 EUR 3.1461 3.1458 -0.01%
100 RUB 3.5494 3.5158 -0.95%
თოვლი და ლიპყინული რეგიონებში - გაიგეთ, სად არის პრობლემები
თოვლი და ლიპყინული რეგიონებში - გაიგეთ, სად არის პრობლემები

საქართველოს რიგ რაიონებში თოვლმა და ყინულმა გზებზე პრობლემები შექმნა. ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზეც. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზებზე არსებულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
თბილი ზამთარი — კომფორტი თუ საფრთხე?
თბილი ზამთარი — კომფორტი თუ საფრთხე?
საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ჯერ ყინვა არაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ჯერ ყინვა არაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლოდე
გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლოდე

კილომეტრი
მილი
USD
GEL