თბილისი

კვირა, 01 ნოემბერი

16°
უმეტესად ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

23 საათი
14°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

4 kph, N

წნევა:

102.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

18°

16°

N

77 %

4 kph

102.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
30 ოქტ 31 ოქტ
1 USD 2.5959 2.5992 0.13%
1 EUR 2.8934 2.9116 0.63%
100 RUB 3.2227 3.2307 0.25%
დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხომალდი კავშირზე აღარ არის
დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხომალდი კავშირზე აღარ არის

ნასას კოსმოსურ ხომალდზე Voyager-1 კომპიუტერული შეფერხება მოხდა, რამაც მასა და დედამიწის ჯგუფს შორის კავშირის გაწყვეტა გამოიწვია. ამ დროისთვის ინჟინერები ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, რადგან კოსმოსური ხომალდი მზის სისტემის გარე მონაკვეთის გასწვრივ ამოუცნობ ტერიტორიას იკვლევს.

ამ მომენტისთვის Voyager-1 დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხომალდია. მანძილი 24 მლრდ კილომეტრს შეადგენს, მისი „ტყუპისცალი“ Voyager-2 კი დედამიწიდან 20 მლრდ კილომეტრის დაშორებით იმყოფება. ორივე ვარსკვლავთშორის სივრცეშია და წარმოადგენს პირველ კოსმოსურ ხომალდებს, რომლებიც ოდესმე ჰელიოსფეროს მიღმა აღმოჩენილან. Voyager-ის ზონდები, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში იქმნებოდა, არის ორი ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი კოსმოსური ხომალდი ისტორიაში.

მათი უკიდურესად გრძელი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნიშნავს, რომ ორივე კოსმოსურმა ხომალდმა მოგვცა დამატებითი ინფორმაცია ჩვენი მზის სისტემის შესახებ და მის ფარგლებს.

Voyager-1-ს აქვს სამი კომპიუტერი ბორტზე, რომელიც აგროვებს ინფორმაციას სამეცნიერო ინსტიტუტებიდან და მას საინჟინრო მონაცემებთან აკავშირებს, რაც მის ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს. თუმცა Voyager 1-ის ფრენის მონაცემების სისტემა ახლა, როგორც ჩანს, ავტომატურ გამეორებაზეა ჩარჩენილი. შორ მანძილზე მისიის ჯგუფმა პრობლემა პირველად 14 ნოემბერს დააფიქსირა, როდესაც სისტემის სატელეკომუნიკაციო ბლოკმა უკან დაიწყო 1-იანებისა და 0-იანების გაგზავნა... და ასე დაუსრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსურ ხომალდს გარკვეულწილად ჯერ კიდევ შეუძლია მიიღოს და შეასრულოს მისიის გუნდიდან გადაცემული ბრძანებები, ამ სატელეკომუნიკაციო განყოფილების პრობლემა ნიშნავს, რომ Voyager -1-ის სამეცნიერო ან საინჟინრო მონაცემები დედამიწაზე არ დაბრუნდება.

NASA-ს ინჟინრები ამჟამად ცდილობენ შეაგროვონ მეტი ინფორმაცია პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესახებ. NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მედიაურთიერთობის სპეციალისტმა, კალა კოფილდმა განაცხადა, რომ პროცესს შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. Voyager-1 იმდენად შორსაა, რომ დედამიწიდან გაგზავნილ ბრძანებებს კოსმოსურ ხომალდამდე 22,5 საათი სჭირდება.

პასუხის მისაღებად კი გუნდს 45 საათიანი ლოდინი უწევს. გუნდი იმედოვნებს, რომ Voyager 1-ის მიერ გაგზავნილი მონაცემების რეგულარულ მიღებას აღადგენს. მეცნიერებს სურთ ნახონ, თუ როგორ იცვლება ნაწილაკები და მაგნიტური ველები, როდესაც ზონდები ჰელიოსფეროდან უფრო შორს მიფრინავენ. მაგრამ ეს მონაცემთა ნაკრები არასრული იქნება, თუ Voyager 1 ინფორმაციას ვერ დააბრუნებს

ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL