თბილისი

ორშაბათი, 21 აპრილი

15°

ამინდი საათების მიხედვით

23 საათი
15°
22 საათი
16°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

2 kph, N

წნევა:

101.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

15°

N

76 %

2 kph

101.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
17 აპრ 18 აპრ
1 USD 2.7523 2.7503 -0.07%
1 EUR 3.1274 3.1249 -0.08%
100 RUB 3.3392 3.3429 0.11%
ვითარება გზებზე - გაიგეთ, სად არის შეზღუდვები დაწესებული
ვითარება გზებზე - გაიგეთ, სად არის შეზღუდვები დაწესებული

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

გაგაცნობთ ვითარებას გზებთან დაკავშირებით, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:

· დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

· დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ146-კმ151 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ125-კმ146 (მელე-ცანა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

· ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ125 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

· ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

· ამავე საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

· ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

· ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
2-3 აპრილს კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
2-3 აპრილს კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
11 აპრილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი
11 აპრილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი

კილომეტრი
მილი
USD
GEL