თბილისი

პარასკევი, 08 დეკემბერი

7°

ამინდი საათების მიხედვით

2 საათი
8°
3 საათი
8°
4 საათი
8°
5 საათი
8°
6 საათი
8°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, SE

წნევა:

102.60 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

9°

6°

SE

100 %

7 kph

102.60 kpa

0 km

ოფიციალური კურსი
08 დეკ 09 დეკ
1 USD 2.6790 2.6695 -0.35%
1 EUR 2.8850 2.8793 -0.2%
100 RUB 2.8884 2.9157 0.95%
მოემზადეთ ზამთრისთვის - პრაქტიკული რჩევები
მოემზადეთ ზამთრისთვის - პრაქტიკული რჩევები

შემოდგომისა და ზამთრის ცივი დღეები ხშირად უარყოფითად მოქმედებს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

შესაძლოა შეგვეცვალოს გუნება-განწყობა, ენერგიის დონე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელიწადის ამ დროსაც დღეების სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარება შეგვიძლია.

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ იზრუნოთ საკუთარ თავზე მოახლოებული ცივი სეზონის პერიოდში.

გამოიყენეთ შემოდგომის მზიანი დღეები - გვიან შემოდგომაზე და ზამთარშიც კი, ხშირია მზიანი და უნალექო დღეები, როცა შეგიძლიათ პარკში ან ტყეში სასეირნოდ გახვიდეთ. ასეთ ამინდში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად პიკნიკის დაგეგმვაც შეგიძლიათ, შედარებით ცივი სეზონის მიუხედავად, ბუნებაში გატარებული დრო ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ჯანმრთელობაზე ზრუნვა წელიწადის ყველა დროს მნიშვნელოვანი და შედეგიანია, განსაკუთრებით ცივ ამინდში, როდესაც იმუნიტეტის გაძლიერება გვჭირდება. შესაძლოა ამინდის გამო ფეხით სიარული ხშირად ვეღარ შევძლოთ, მაგრამ სახლში იოგა ან სხვა ფიზიკური აქტივობა ყოველთვის შესაძლებელია. ცივი ამინდის მიუხედავად, წყლის სათანადო რაოდენობით მიღება ზამთარშიც საჭიროა, ხოლო ხანგრძლივი ღამის საათები კარგი შესაძლებლობაა ძილის რუტინის გამოსამუშავებლად.

მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მედიტაციას. ყურადღება მიაქციეთ მენტალურ ჰიგიენას. ეცადეთ, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სასარგებლოა თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, გახადოთ პრიორიტეტული და აქციოთ ჩვევად, რისი შესრულებაც წელიწადის დროსა და ამინდზე არ იქნება დამოკიდებული.

სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა - შეგიძლიათ დაგეგმოთ აქტივობები, რომლებიც დახურულ სივრცეშიც სახალისო, სასარგებლო და სასიამოვნოა. სახლში ყოფნისას შეგიძლიათ დაკავდეთ სახალისო და სასიამოვნო აქტივობებით.

ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა წელიწადის ამ დროს მეტი ძალისხმევა სჭირდებოდეს ენერგიის მოსაკრებად. თუმცა, მნიშვნელოვანია ცივ სეზონთან ადაპტაცია. ზაფხულის აქტიური რუტინის ზამთრისთვის შესაფერისი აქტივობებით ჩანაცვლება, ხოლო ზაფხულის კვების რაციონის, ზამთარში არსებული სასარგებლო პროდუქტების ჩანაცვლება. ორგანიზმს, ნერვულ, იმუნურ და ჰორმონალურ სისტემას სჭირდება ენერგიით მომამარაგება, რომელიც ჩვენი კარგად ყოფნისთვის აუცილებელია.

მარიამ ფოლადაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
საქართველოში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი
საქართველოში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი
შეზღუდვები, რომლებიც უამინდობის გამო მოქმედებს
შეზღუდვები, რომლებიც უამინდობის გამო მოქმედებს
სად მოთოვს და სად იქროლებს ქარი - ამინდის პროგნოზი საქართველოში
სად მოთოვს და სად იქროლებს ქარი - ამინდის პროგნოზი საქართველოში
როდიდან გაუარესდება საქართველოში ამინდი?
როდიდან გაუარესდება საქართველოში ამინდი?

კილომეტრი
მილი
USD
GEL