თბილისი

ოთხშაბათი, 09 ივლისი

31°
ნაწილობრივ მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

18 საათი
31°
19 საათი
30°
20 საათი
29°
21 საათი
27°
22 საათი
25°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

22 kph, E

წნევა:

101.10 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

31°

31°

E

37 %

22 kph

101.10 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
09 ივლ 10 ივლ
1 USD 2.7181 2.7172 -0.03%
1 EUR 3.1875 3.1805 -0.22%
100 RUB 3.4792 3.4765 -0.08%
ელ-ნინიო სავარაუდოდ 2024 წლის აპრილამდე გაგრძელდება, რაც ტემპერატურის მატებაზე გავლენას მოახდენს
ელ-ნინიო სავარაუდოდ 2024 წლის აპრილამდე გაგრძელდება, რაც ტემპერატურის მატებაზე გავლენას მოახდენს

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მიმდინარე ელ-ნინიო, სავარაუდოდ, 2014 წლის აპრილამდე გაგრძელდება. ეს ფაქტი გავლენას მოახდენს ამინდზე და ხელს შეუწყობს ტემპერატურის შემდგომ ზრდას როგორც ხმელეთზე, ასევე ოკეანეში.

2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, ზღვის ზედაპირის ტემპერატურა და ასევე სხვადასხვა ატმოსფერული მაჩვენებელი შეესაბამება ელ-ნინიოს სამხრეთ რხევის თბილ ფაზას (ENSO). ელ ნინო სწრაფად განვითარდა ივლის-აგვისტოში. ვარაუდობენ, რომ ის პიკს მიაღწევს 2024 წლის იანვრისთვის.

ელ-ნინიო ხდება საშუალოდ შვიდ წელიწადში ერთხელ და ჩვეულებრივ გრძელდება 9-დან 12 თვემდე. ის დაკავშირებულია ოკეანის ზედაპირის დათბობასთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ წყნარ ოკეანეში.

ელ-ნინიო გავლენას ახდენს გლობალურ ტემპერატურაზე მისი განვითარებიდან ერთი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ გლობალურად ხმელეთისა და ზღვის ზედაპირის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. თუმცა მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო თბილი იყოს. ეს აშკარად და ცალსახად არის განპირობებული ადამიანის საქმიანობიდან სითბოს შემცველი სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდით,“ - განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა.

მათივე განცხადებით, ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა: სიცხე, გვალვა, ტყის ხანძრები, ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გაძლიერდება ზოგიერთ რეგიონში.

გასულ წლებში ელ-ნინიოს ეფექტით განპირობებული ყველაზე თბილი პერიოდი 2016 წელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
სიცხე, მეხი და წყალდიდობა - დიდ ბრიტანეთში ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება
სიცხე, მეხი და წყალდიდობა - დიდ ბრიტანეთში ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

კილომეტრი
მილი
USD
GEL