თბილისი

ორშაბათი, 14 ივლისი

27°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

1 საათი
26°
2 საათი
25°
3 საათი
24°
4 საათი
23°
5 საათი
23°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

28 kph, WNW

წნევა:

101.10 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

29°

27°

WNW

61 %

28 kph

101.10 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 ივლ 15 ივლ
1 USD 2.7160 2.7149 -0.04%
1 EUR 3.1753 3.1737 -0.05%
100 RUB 3.4793 3.4690 -0.3%
ისტორიაში ყველაზე თბილი ოქტომბერი დაფიქსირდა
ისტორიაში ყველაზე თბილი ოქტომბერი დაფიქსირდა

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს, ისტორიაში ყველაზე თბილი ოქტომბერი დაფიქსირდა და დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 15.3 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. ეს 1991-2020 წლების ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელზე 0,85C გრადუსით მეტია, ხოლო 1850-1900 წლების საშუალო ტემპერატურას კი 1,7C გრადუსით აჭარბებს.

ექსტრემალური სიცხე ხელს უწყობს კლიმატის კრიზისს, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა წიაღისეული საწვავის წვაა. კლიმატის მკვლევარები ტემპერატურის გლობალურად მატებას სათბურების მზარდ ემისიას და ელ-ნინიოს გაძლიერებას მიაწერენ.

რა არის ელ-ნინიო?

ეს არის წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის ცვალებადობა, რაც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-დან 5 °C-მდე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს.

სულ მალე, კლიმატის პოლიტიკის კანონმდებლები და ბიზნეს ლიდერები მთელი მსოფლიოდან, დუბაიში შეიკრიბებიან. ისინი კლიმატის კრიზისის მოგვარების საკითხებზე 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე გამართავენ მოლაპარაკებას. მათი 10 წლის წინანდელი შეთანხმების მიხედვით, გლობალური დათბობის წინააღმდეგ გატარებული ზომების შემდეგ, 2050 წლისთვის, ტემპერატურა მხოლოდ 1,5 გრადუსი ცელსიუსით უნდა გაზრდილიყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი ჩანს, რადგან საშუალო ტემპერატურა უკვე 1,1 გრადუსითაა გაზრდილი.

სწორედ ტემპერატურის ასეთ სწრაფ მატებას მიაწერენ ექსტრემალური ამინდის მოვლენების სერიას, რომელიც მთელ მსოფლიოში ფიქსირდება.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
ექსტრემალური სიცხე გაერთიანებულ სამეფოში – ახალი კლიმატური რეალობა
ექსტრემალური სიცხე გაერთიანებულ სამეფოში – ახალი კლიმატური რეალობა
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

კილომეტრი
მილი
USD
GEL