თბილისი

ორშაბათი, 15 დეკემბერი

2°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

11 საათი
3°
12 საათი
4°
13 საათი
5°
14 საათი
6°
15 საათი
6°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

15 kph, WNW

წნევა:

102.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

2°

-2°

WNW

69 %

15 kph

102.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 დეკ 13 დეკ
1 USD 2.6991 2.6985 -0.02%
1 EUR 3.1582 3.1640 0.18%
100 RUB 3.4130 3.3855 -0.81%
ასტრონომები უცნაურ ნათებაზე - როგორ "მოხვდა" ჩრდილოეთის ციალი საქართველოში
ასტრონომები უცნაურ ნათებაზე - როგორ "მოხვდა" ჩრდილოეთის ციალი საქართველოში

5 ნოემბერს, ღამით, მზეზე მიმდინარე ძლიერი ამოფრქვევების გამო, ცაზე უცნაური ნათება გამოჩნდა. მოვლენა ძალიან ჰგავდა ჩრდილოეთის ციალს. როგორც ასტრონომები ამბობენ, ეს მართლაც იყო ციალი და იშვიათი მოვლენა ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილსა და საქართველოს რამდენიმე კუთხეშიც გამოჩნდა.

კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომი, ატმოსფეროს ფიზიკოსი, ილიას უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი მაია თოდუა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ თავად მოვლენა საქართველოსთვის იშვიათია, თუმცა ეს არანაირ უარყოფით გავლენას არ მოახდენს ატმოსფეროსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. თუმცა ჩრდილოეთის ციალს დედამიწისთვის თავისი მინუსები მაინც აქვს...

მაია თოდუა:

- ეს მოვლენა მაშინ ხდება, როდესაც მზეზე მაღალენერგიული ნაწილაკები იფრქვევა. ამ დროს ელექტრონები, პროტონები, მზის სისტემაში ვრცელდებიან და მათგან რაღაც ნაწილი დედამიწამდე აღწევს.

მოგეხსენებათ, დედამიწას აქვს მაგნიტური ველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ატმოსფეროს შენარჩუნებისთვის. მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებისას კი ნაწილაკები იწვევს მაგნიტური ველის შეშფოთებას. დიახ, ამ მოვლენას ასტრონომები ამ ტერმინით მოვიხსენიებთ. მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს, მაგრამ გრძნობს დედამიწის მაგნიტური ველი და სპეციალური ხელსაწყოები. ჩვენ ამას გეომაგნიტურ ქარიშხლებს ვეძახით. სწორედ ეს მოვლენა გახლავთ მიზეზი, რაც ცაზე ნათებებს, ე.წ. ციალს იწვევს, განსაკუთრებულად პოლუსების არეში. შუა განედებზე ეს იშვიათი მოვლენაა, რაც ახლა მოხდა...

თორემ როგორც გითხარით, პოლარული ციალი ჩვეულებრივი ამბავია ჩრდილოეთ პოლუსში, მაგრამ უფრო ქვევით შუა განედებზე, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება.

- საქართველოში სხვა დროს თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა?

- დიახ, მაგრამ დიდი ხნის წინ, აბასთუმნის ობსერვატორიამ დააფიქსირა. თუ არ ვცდები, 90-იანების დასაწყისში იყო ეს მოვლენა.

- რამდენად საშიშია დედამიწისთვის მსგავსი მოვლენები?

- საშიში არ არის, არ იწვევს რაღაც კატაკლიზმებს, თუმცა ზოგიერთ ადამიანზე, ვისაც გარკვეული დაავადებები აქვს, მაგალითად, გულსისხლძარღვთა, გეომაგნიტური ქარიშხლები შეიძლება გარკვეულ გავლენას იწვევდეს, ამაზე კვლევები ამ დრომდე მიდის. თუმცა ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე სეროზულ გავლენას არ ახდენს.

- საქართველოში რამდენიმე ადგილიდან ჩანდა ციალი...

- დიახ, როგორც ვიცი, სვანეთი, რაჭა, ყაზბეგი და კახეთი. აქვე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ამოფრქვევები გავლენას ახდენს ჩვენს ტექნოლოგიებზე და ამასთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული საფრთხეები გაჩნდეს. მაგალითად, ორი წლის წინ მზიდან ამოფრქვეულმა ნაწილაკებმა ილონ მასკის "სტარლინკი" გაანადგურა. ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს სატელიტებზე და რაღაც დააზიანოს. ჩვენი დღევანდელობა ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნინო გიგიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები ჰა­ერ­ში მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მა­ტე­ბას­თან დაკავშირებით
ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები ჰა­ერ­ში მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მა­ტე­ბას­თან დაკავშირებით
მიწისძვრის შედეგად იაპონიაში სულ მცირე 30 ადამიანი დაზარალდა
მიწისძვრის შედეგად იაპონიაში სულ მცირე 30 ადამიანი დაზარალდა
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან გარდამავალ სეზონზე
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან გარდამავალ სეზონზე

კილომეტრი
მილი
USD
GEL