თბილისი

ხუთშაბათი, 22 იანვარი

-1°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

19 საათი
1°
20 საათი
0°
21 საათი
0°
22 საათი
0°
23 საათი
-1°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, NNW

წნევა:

101.80 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

-1°

-3°

NNW

69 %

6 kph

101.80 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
22 იან 23 იან
1 USD 2.6950 2.6946 -0.01%
1 EUR 3.1550 3.1497 -0.17%
100 RUB 3.4742 3.5590 2.44%
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულქვეშ ბორცვების, ხეობების და მდინარეების უზარმაზარი ლანდშაფტი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულქვეშ ბორცვების, ხეობების და მდინარეების უზარმაზარი ლანდშაფტი აღმოაჩინეს

მეც­ნი­ე­რებ­მა ან­ტარ­ქტი­და­ზე ბორ­ცვე­ბის, ხე­ო­ბე­ბის და მდი­ნა­რე­ე­ბის უზარ­მა­ზა­რი ლან­დშაფ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო­ში იყო გა­ყი­ნუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, ეს ტე­რი­ტო­რია, მო­ცუ­ლო­ბით ბელ­გი­ა­ზე დი­დია და 34 მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყი­ნუ­ლის სა­ფარ­ქვეშ ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი რჩე­ბო­და. ამე­რი­კე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ, შე­საძ­ლოა, ის ხილ­ვა­დი გა­ხა­დოს.

"აქამ­დე ეს ლან­დშაფ­ტი არ­ცერთ სუ­ლი­ერს უნა­ხავს, ის ჯერ არა­ვის აღ­მო­უ­ჩე­ნია",- აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი სტი­უ­არტ ჯე­ი­მი­სო­ნი, და­რე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლა­ცი­ო­ლო­გი და კვლე­ვის მთა­ვა­რი ავ­ტო­რი.

ტე­რი­ტო­რია 32 000 კვ/კმ-ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი და ერთ დროს ხე­ე­ბის, ტყე­ე­ბის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხო­ვე­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელს წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ტემ­პე­რა­ტუ­რის ვარ­დნა და­ი­წყო და ის დრო­ში გა­ი­ყი­ნა.

"ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ეს ტე­რი­ტო­რია ჩვენს თვალ­წინ იყო, მაგ­რამ აქამ­დე ვერ შევ­ნიშ­ნეთ",- ამ­ბობს ჯე­ი­მი­სო­ნი. პრო­ფე­სო­რის თქმით, მის­მა ჯგუფ­მა არა­თუ ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, არა­მედ ახა­ლი მიდ­გო­მა გა­მო­ი­ყე­ნა.

პრო­ფე­სო­რი ჯე­ი­მი­სო­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნულ­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია უფრო ნაკ­ლე­ბა­დაა შეს­წავ­ლი­ლი, ვიდ­რე მარ­სის ზე­და­პი­რი.

მეც­ნი­ე­რებ­მა ყი­ნულ­ქვეშ 2.5 კმ-ის სიღ­რმე­ში არ­სე­ბუ­ლი ლან­დშაფ­ტის შეს­წავ­ლა სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი­სა და რა­დიო-ექო ჟღე­რა­დო­ბის ტექ­ნი­კის შერ­წყმით შეძ­ლეს.

და­მა­ლულ­მა ტე­რი­ტო­რი­ამ ბო­ლოს რო­დის იხი­ლა მზე, მეც­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ეს მი­ნი­მუმ 14 მი­ლი­ო­ნი წლის წინ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა ჯე­ი­მი­სო­ნის აზ­რით, ქე­დე­ბი და მდი­ნა­რე­ე­ბი შე­საძ­ლოა აქ უფრო დიდი ხნის - 30-ზე მეტი მი­ლი­ო­ნი წლის წინ გა­ი­ყი­ნა.

მკვლე­ვარ­თა გუნდს სჯე­რა, რომ გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ, შე­საძ­ლოა, მათ ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ ლან­დშაფტს საფრ­თხე შე­უქ­მნას.უახ­ლე­სი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მეც­ნი­ე­რე­ბი ას­კვნი­ან, რომ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის დნო­ბა, უახ­ლო­ეს ათწლე­უ­ლებ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, დაჩ­ქარ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი მა­ში­ნაც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­ჩე­რე­ბის ახ­ლან­დელ გეგ­მებს ბე­ჯი­თად შე­ას­რუ­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ვითარება გზებზე - გუდაური –კობის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული
ვითარება გზებზე - გუდაური –კობის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული
რატომ არის თოვლი თეთრი?
რატომ არის თოვლი თეთრი?
როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისში და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა უახლოეს დღეებში?
როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისში და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა უახლოეს დღეებში?
სად არის ყველაზე მეტი თოვლი 2026 წლის იანვარში?
სად არის ყველაზე მეტი თოვლი 2026 წლის იანვარში?

კილომეტრი
მილი
USD
GEL