თბილისი

ხუთშაბათი, 22 იანვარი

-1°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

19 საათი
1°
20 საათი
0°
21 საათი
0°
22 საათი
0°
23 საათი
-1°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, NNW

წნევა:

101.80 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

-1°

-3°

NNW

69 %

6 kph

101.80 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
22 იან 23 იან
1 USD 2.6950 2.6946 -0.01%
1 EUR 3.1550 3.1497 -0.17%
100 RUB 3.4742 3.5590 2.44%
მთვარე 40 მილიონი წლით უფრო ძველი ყოფილა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ
მთვარე 40 მილიონი წლით უფრო ძველი ყოფილა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

1972 წლის Apollo 17-ის მისიიდან ჩამოტანილ მთვარის ზედაპირზე არსებული მტვრის კრისტალებს მეცნიერებმა ხელახლა ჩაუტარეს ანალიზი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დედამიწის თანამგზავრი 4.46 მილიარდი წლისაა. ამით ვასკვნით, რომ მთვარე 40 მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ჩიკაგოს მუზეუმის მკვლევარების აზრით, ჩვენი მთვარე ადრე მარსის ზომის ობიექტი იყო, რომელიც დედამიწას შეეჯახა და მას შემდეგ ჩვენი ორბიტა აღარ დაუტოვებია. "მთვარის ქრონოლოგიური ასაკის დასადგენად, მის ზედაპირზე არსებულ კრისტალებს ვიყენებთ", - ამბობს კვლევის ავტორი ფილიპ ჰეკი.

აპოლო 17-ის ნიმუშებმა მიანიშნა, რომ როცა ობიექტი დედამიწას შეეჯახა და უნებლიედ ჩვენი მთვარე ჩამოაყალიბა, "შეჯახების მიღმა არსებულმა თერმულმა ენერგიამ ქვა გაადნო და შესაბამისად, მთვარის მტვრიანი ზედაპირი მივიღეთ... სხვა შემთხვევაში, ისინი გადნებოდა და მათი ქიმიური მახასიათებლები წაიშლებოდა", - დასძენს ფილიპი.

"მთვარე ჩვენი პლანეტარული სისტემის მნიშვნელოვანი პარტნიორია: ის დედამიწის ბრუნვის ღერძს ასტაბილურებს, მისი წყალობით გვაქვს დღეში 24 საათი და ისაა იმის მიზეზი, რომ ოკეანეებში ტალღების მიმოქცევაა", - აცხადებს ჰეკი.

"მთვარის გარეშე, დედამიწაზე სიცოცხლე სხვანაირი იქნებოდა. ის ჩვენი ბუნებრივი სისტემის ნაწილია, რომლის უკეთ შეცნობა გვსურს და ჩვენი კვლევა ამ მთლიანი სურათის მხოლოდ პატარა ნაწილს გვიჩვენებს", - დასძენს ფილიპ ჰეკი.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ვითარება გზებზე - გუდაური –კობის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული
ვითარება გზებზე - გუდაური –კობის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული
ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
სად არის ყველაზე მეტი თოვლი 2026 წლის იანვარში?
სად არის ყველაზე მეტი თოვლი 2026 წლის იანვარში?
ლიპყინული გზებზე - გაიგეთ საავტომობილო გზებზე შეზღუდვების შესახებ
ლიპყინული გზებზე - გაიგეთ საავტომობილო გზებზე შეზღუდვების შესახებ

კილომეტრი
მილი
USD
GEL