ხაშური

კვირა, 14 დეკემბერი

0°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
0°
9 საათი
0°
10 საათი
0°
11 საათი
1°
12 საათი
2°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

18 kph, WNW

წნევა:

101.90 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

0°

-5°

WNW

82 %

18 kph

101.90 kpa

8 km

ოფიციალური კურსი
12 დეკ 13 დეკ
1 USD 2.6991 2.6985 -0.02%
1 EUR 3.1582 3.1640 0.18%
100 RUB 3.4130 3.3855 -0.81%
ქარიშხლები დედამიწაზე სულ უფრო მეტად გახშირდება და გაძლიერდება
ქარიშხლები დედამიწაზე სულ უფრო მეტად გახშირდება და გაძლიერდება

მკვლევართა თქმით, თუ ადამიანი საკუთარ ქცევას არსებითად არ შეცვლის, ამინდი მსოფლოში, სულ უფრო მეტად ექსტრემალური გახდება.

ამერიკელი მეცნიერების ინფორმაცით, ბოლო ხანს ქარიშხლები საგრძნობლად ძლიერდება. მათთვის წინასწარ მომზადება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეადარეს, თუ როგორ იცვლებოდა ქარის სიჩქარე ატლანტიკური ქარიშხლების დროს 1970 - 2020 წლებში. კვლევის თანახმად, ბოლო ხანს მათი სიძლიერე 42,3%-დან 56,7%-მდე გაიზარდა.

გამოცემა Newsweek-ის სტატიშია ნათქვამია, რომ მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ სუსტი ქარიშხლის ალბათობა ერთსა და იმავე პერიოდებში 3,23%-დან 8,12%-მდე გაიზარდა. ქარიშხლები განსაკუთრებით ძლიერი ხდება შეერთებული შტატების ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და კარიბის ზღვაში.

კვლევის ავტორი ანდრა გარნერი, ნიუ ჯერსის როუანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებებითაა გამოწვეული - გლობალური დათბობა ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების ცვლილებას იწვევს, როცა დედამიწა თბება, იცვლება ციკლონები და ანტიციკლონები. ამაზე მეტყველებს ქარიშხლების ინტენსივობის ზრდა.

"ეს აღმოჩენა ყველასთვის გაფრთხილება უნდა იყოს. ქარიშხლების გაძლიერების ტემპი და მათი გადაადგილების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 50 წლის განმავლობაში. ამავე პერიოდში, ადამიანის საქმიანობის გამო, გლობალური დათბობის ფონზე ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება“, - ამბობს გარნერი.

მისივე თქმით, მოსალოდნელი ქარიშხლის პროგნოზირება სულ უფრო რთული ხდება:

"როდესაც ქარიშხალი სწრაფად ძლიერდება, მათი პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო გეგმის შემუშავებაც რთულდება“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
მიწისძვრის შედეგად იაპონიაში სულ მცირე 30 ადამიანი დაზარალდა
მიწისძვრის შედეგად იაპონიაში სულ მცირე 30 ადამიანი დაზარალდა
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან გარდამავალ სეზონზე
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან გარდამავალ სეზონზე
დეკემბრის მეორე ნახევარში თბილისში ყინვაა მოსალოდნელი
დეკემბრის მეორე ნახევარში თბილისში ყინვაა მოსალოდნელი

კილომეტრი
მილი
USD
GEL