თბილისი

ხუთშაბათი, 19 ივნისი

21°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

23 საათი
20°
22 საათი
24°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

39 kph, NW

წნევა:

101.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

21°

21°

NW

49 %

39 kph

101.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
19 ივნ 20 ივნ
1 USD 2.7276 2.7270 -0.02%
1 EUR 3.1373 3.1287 -0.27%
100 RUB 3.4814 3.4745 -0.2%
საფრთხეები, რომელსაც ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა ქმნის: რა წერია WMO-ს ანგარიშში?
საფრთხეები, რომელსაც ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა ქმნის: რა წერია WMO-ს ანგარიშში?

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში "გლობალური წყლის რესურსების მდგომარეობა - 2022", რომლის თანახმადაც კლიმატის ცვლილების შედეგად, ბუნებაში წყლის ცირკულირება ნელ-ნელა წონასწორობას კარგავს. როგორ კვლევიდან ჩანს, 2022 წელს მსოფლიოს მდინარეების მესამედზე მეტში წყალი შემცირდა, ხოლო ტიბეტში, ალპებსა და ანდებში კვლავ გრძელდება მყინვარებიდან ყინულის დნობა.

ორგანიზაციის დასკვნით, გლობალურმა დათბობამ, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანი, პლანეტაზე ე.წ. ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა გამოიწვია. შარშან მსოფლიოს მდინარეების ნახევარზე მეტმა გადაუხვია ნორმას: 34% უფრო შეთხელდა, 21% უფრო შეივსო. WMO აღნიშნავს იმასაც, რომ მონაცემები 2021 წლიდან ამ თვალსაზრისით არ შეცვლილა.

გვალვა და ექსტრემალური წვიმები დიდ დარტყმას აყენებს ეკონომიკას, ხოლო თოვლის, ყინულისა და მყინვარების დნობა ზრდის წყალდიდობების რისკს და საფრთხეს უქმნის მრავალი მილიონი ადამიანის წყლით უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ანგარიში აერთიანებს ათობით ექსპერტის მოსაზრებას.

WMO-ს გენერალური მდივნის პეტერ ტალასის თქმით, იმ ქვეყნებიდან, რომელთა მიმართაც რეკომენდებულია პრიორიტეტული მოქმედება პროგრამის "ადრეული გაფრთხილება" ფარგლებში, 2022 წელს ბევრი დაზარალდა დიდი წყალდიდობებისა და გვალვების გამო. ამასთანავე არცერთ ამ ქვეყანას არ ჰქონდა თანამედროვე და ზუსტი ჰიდროლოგიური მონაცემები იმისთვის, რომ მიეღოთ დროული გადაწყვეტილებები და ემოქმედათ პრევენციულად.

ანგარიშის თანახმად, აზიაში, ტიბეტის, ჰიმალაის, პამირისა და ტიან-შანის მთის მასივებმა - 2000 წლიდან მოყოლებული მყინვარების 4%-ზე მეტი დაკარგეს. მათი თოვლის საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა და გაიზარდა მყინვარული ტბების მოცულობა. არადა, ეს მასივები, რომელთაც "მესამე პოლუსადაც“ მოიხსენიებენ, მტკნარი წყლით ამარაგებენ თითქმის ორ მილიარდ ადამიანს.

ალპებში ასევე შეიმჩნეოდა ყინულის "უპრეცედენტო“ კარგვა.

სუბტროპიკულ ანდებში თოვლი 2009 წლის ზამთრის შემდეგ სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოდის, რაც გავლენას ახდენს წყალმომარაგებაზე ჩილესა და დასავლეთ არგენტინაში.

დღეს გაეროს მონაცემებით, 3,6 მილიარდი ადამიანი წელიწადში სულ ცოტა ერთი თვის განმავლობაში სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის. არსებული პროგნოზით, ეს პრობლემა 2050 წლისთვის შეიძლება 5 მილიარდზე მეტ ადამიანს შეეხოს.

ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების გარდა, მდინარეების შეთხელება და მყინვარების დაკარგვა უარყოფითად აისახება წყალზე მიმოსვლაზე, სოფლის მეურნეობასა და ჰიდროენერგეტიკაზე.

"და ამ ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი მსოფლიოში მტკნარი წყლის რესურსის მდგომარეობაზე. ჩვენ ვერ ვმართავთ იმას, რასაც ვერ ვზომავთ", - აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

მათი აზრით, აუცილებელია გაუმჯობესდეს მონიტორინგი, მონაცემთა გაცვლა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და წყლის რესურსების შეფასება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
სიცხე, მეხი და წყალდიდობა - დიდ ბრიტანეთში ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება
სიცხე, მეხი და წყალდიდობა - დიდ ბრიტანეთში ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება
საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება - ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვა
საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება - ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვა
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
რეკორდულად ცხელი ზაფხული და ტურისტული მიმართულებები, სადაც სიცხე არ შეგაწუხებთ
რეკორდულად ცხელი ზაფხული და ტურისტული მიმართულებები, სადაც სიცხე არ შეგაწუხებთ

კილომეტრი
მილი
USD
GEL